top of page

უტილიზატორი ირაკლი?

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „მეორედ მოსვლა“ უწოდეს. მოსვლაზე მეტად, ეს მეორე მცდელობას ჰგავს - მცდელობას, რომ პროცესები მკაცრად ივანიშვილისეული ინსტრქუციებით წარიმართოს, თუმცა მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე - შიდაპარტიული გაწევ-გამოწევები, მისთვის ძალინ დამღლელია. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ ღარიბაშვილი სამაშველო რგოლია, მაგრამ „რეანომობილმა“ დააგვიანა - „ქართული ოცნების“ სიკვდილი უკვე გარდაუვალია. ხოლო თუ კი ეს ივანიშვილისთვისაც მკაფიოა, არაა გამორიცხული, რომ „დამჯერე ბიჭი“ წარმოდგენის დატოვების მიზანსცენას ამზადებს, მაგრამ, რეალურად, ეს მაინც პარტიაში წარმოქმნილ ვნებათაღელვას უნდა დავუკავშიროთ. ღარიბაშვილი ერთგვარი უტილიზატორია, რომელიც, როგორც ცნობილია, კრიმინალურ სამყაროში განსაკუთრებული პროფესიაა და ძალიან უხეშად თუ ვიტყვი, ჩასვრილის ეფექტურად მოწმენდას ემსახურება.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page