top of page

უცხენო მხედარი

როდესაც ასეთი ფლეგმა კანდიდატი გყავს;

როცა სხვა ლიდერები საზოგადოებაში დაბალი რეპუტაციით სარგებლობენ და ბოლო-ბოლო, როდესაც ყველამ იცის, რომ „გემიდან გაქცეულები“ ხართ და საერთოდაც, ბევრის აზრით, ოლიგარქიული ჩანაფიქრი ბრძანდებით, 10% კარგი მაჩვენებელია.

ree

ნუ, ვაშაძის მიერ ხან ღირსების ნიმუშად, ხან ჯენტლემენურ ჟესტად და ხანაც, მაღალ კლასად შეფასებული ნაბიჯი, რაც მის მხარდაჭერაში გამოიხატა, როგორი ეპითეტითაც უნდა შევამკოთ, მაინც ვერ ცდება პრაგმატულობის ჩარჩოს - „ევროპილ საქართველოს“, სხვა გამოსავალი ამ თვალსაზრისითაც არ ჰქონდა - დავით ბაქრაძე, ივანიშვილს და მის დეკორაციულ კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერდა, ვერც ზურაბ ჯაფარიძესავით იტყოდა, მე კი მივცემ ხმას, მაგრამ პარტიაში ვერავის ვაიძულებო - ღირებულებითი ნიშიდან ამოვარდნილი იქნებოდა - და ვერც დავით უსუფაშვილივით განაცხადებდა, არავის ვუჭერ მხარს, წავედი მე სახლშიო.

თანაც, უკვე გამოიკვეთა კონტურები და ვარაუდების გამოთქმაც შესაძლებელია - ქართული პოლიტიკური დაფის ახალი მონახაზი თითქმის იკითხება. ასე რომ, ეს თამაშში დარჩენის პრაგმატული საჭიროებით ნაკარნახევი „მაღალი კლასი“ იყო.




 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page