„უწინდელი ბედაური“
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 22, 2019
- 3 min read
Updated: Aug 23, 2019
ძვირფასო მეგობრებო!
tbilisihot.com წარმოგიდგენთ ბლოგჩანაწერების XIII სერიას.
დავიწყებ ამბით, რომელიც ერთმა პატივცემულმა ბატონმა, სოციალურ ქსელში გაგვახსენა და ძალიან ნიშანდობლივი გახლავთ.
შესაძლოა ვინმეს ამ ამბის ახლა გახსენება აპათიის გამოვლინებად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ - სწორედ საბრძოლო სულისა და შემართების გამოსაღვიძებლად ვწერ.
ერთი სიტყვით, XVIII ს.-ის დასასრულია. ერეკლე მეფის ძე, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, გიორგი XII, მეტსახელად, „ზაქიჭამია“, ყაზახ–ბორჩალოს ესტუმრა. საქართველოს ერთგული, ამ მხარეში მუდამ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ამჯერად, მასპინძლობა ერთ დარბაისელს მოხუცებულ აღალარს გაუწევია. ერთხელაც, საუბარი ცხენებზე ჩამოვარდა და მეფეს უკითხავს, უწინ, ყაზახ-ბორჩალოს ცხენი მთელ საქართველოში განთქმული იყო... ახლა კი, იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან და რა იქნენ ის უწინდელი ცხენებიო? მოხუც აღალარს უპასუხია, იმ უწინდელ ცხენებზე, ის უწინდელი ქართველები შესხდნენ და გაქუსლესო.
ათასჯერ ითქვა: ჩვენც ჩვენი შთამომავლობის, მომავალ ქართველთა წინაპრები ვართ. გონების თვალი ეგებ არც ეყოს, მაგრამ ვცადოთ და, მათი გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელობას. და რათა კიდევ უფრო გაადვილდეს, გავიხსენოთ თავად ჩვენ როგორ ვუცქერთ ჩვენი ერის დიდებული წარსულის, რომელიმე საკვანძო ეპიზოდს - მაგალითები მრავლად მოგვეპოვება, თავად აარჩიეთ.
დიახ, ახლა საკვანძო მომენტი გვიდგას. ახლა ლამაზად და ქვეწყობილად საუბრის დრო აღარაა და პირდაპი უნდა ითქვას: თუ ვერ ვივარგეთ, თუ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, ვიქნებით თაობა, რომელმაც დაასრულა საქართველო, როგორც სახელმწიფო. თან წარმოიდგინეთ... ათწლეულები ნატრობდა ქართველი დღეზე, რომლის მომსწრენიც გავხდით, რომელიც თავად შევქმენით... და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. და გავიდა ლამის 30 წელი და აღმოვაჩინეთ, რომ სახელწმიფოს ვერ ვაშენებთ.
ვერ!
და მისი სახელმწიფოებრიობის მომპოვებელი ხალხი, მისივე მესაფლავე ხდება - საკუთარი თავის მესაფლავე.
საუბარი აღარ უნდა იყოს, თუ რამდენი წელი და მეცადინეობა დაუჯდა რუსეთს, რომ ეს მენტალური სურათი მიეღო.
გვინდა არ გვინდა, გვიწევს საუბარი იმაზეც, და პირველ რიგში სწორედ იმაზე, რომ რუსეთი ახლაც ცდილობს იგივეს, რასაც ბოლო 250 წელია - ქართული სახელმწიფოს მოსპობას. და მას, დღესაც ის მოკავშირენი ჰყავს, რაც ოდიდგან, თუნდაც 100 წლის წინ - მოგონილი აფხაზები, შემოხიზნული ოსები, ზურგიდან ჩასაცემად მუდამ მზად მყოფი სომხეთი.. და აზერბაიჯანი, რომლის გეოსტრატეგიული როლიც, ნავთობის ფასზე სულაც არაა დამოკიდებული - თუ კი ჩვენ ევროპაში შემავალი „კარი“ ვართ, ჩვენთვის და მთელი დასავლეთისთვის, აზერბაიჯანი შუა აზიიდან გამომავალი „კარია“. და ახლა გვაქვს შანსი, ამ განლაგებაში გვეკავოს ის ადგილი, რომლის შესანარჩუნებლადაც ათასწლეულები ვღვრიდით სისხლს, ოფლსა და ცრემლს და რომელიც გვეკუთვნის!
ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნება, რადგან „ახალ სამყაროს უკლია ხუთი წუთი“ და „იქ“, უნდა ვიყოთ მონაწილეთა შორის და არა მაყურებლად.
დავიწყებ ამბით, რომელიც ერთმა პატივცემულმა ბატონმა, სოციალურ ქსელში გაგვახსენა და ძალიან ნიშანდობლივი გახლავთ.
შესაძლოა ვინმეს ამ ამბის ახლა გახსენება აპათიის გამოვლინებად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ - სწორედ საბრძოლო სულისა და შემართების გამოსაღვიძებლად ვწერ.
ერთი სიტყვით, XVIII ს.-ის დასასრულია. ერეკლე მეფის ძე, ქართ-კახეთის უკანასკნელი მეფე, გიორგი XII, მეტსახელად, „ზაქიჭამია“, ყაზახ–ბორჩალოს ესტუმრა. საქართველოს ერთგული, ამ მხარეში მუდამ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ამჯერად, მასპინძლობა ერთ დარბაისელს მოხუცებულ აღალარს გაუწევია. ერთხელაც, საუბარი ცხენებზე ჩამოვარდა და მეფეს უკითხავს, უწინ, ყაზახ-ბორჩალოს ცხენი მთელ საქართველოში განთქმული იყო... ახლა კი, იმისთანა ცხენები აღარ გამოდიან და რა იქნენ ის უწინდელი ცხენებიო? მოხუც აღალარს უპასუხია, იმ უწინდელ ცხენებზე, ის უწინდელი ქართველები შესხდნენ და გაქუსლესო.
ათასჯერ ითქვა: ჩვენც ჩვენი შთამომავლობის, მომავალ ქართველთა წინაპრები ვართ. გონების თვალი ეგებ არც ეყოს, მაგრამ ვცადოთ და, მათი გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელობას. და რათა კიდევ უფრო გაადვილდეს, გავიხსენოთ თავად ჩვენ როგორ ვუცქერთ ჩვენი ერის დიდებული წარსულის, რომელიმე საკვანძო ეპიზოდს - მაგალითები მრავლად მოგვეპოვება, თავად აარჩიეთ.

დიახ, ახლა საკვანძო მომენტი გვიდგას. ახლა ლამაზად და ქვეწყობილად საუბრის დრო აღარაა და პირდაპი უნდა ითქვას: თუ ვერ ვივარგეთ, თუ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, ვიქნებით თაობა, რომელმაც დაასრულა საქართველო, როგორც სახელმწიფო. თან წარმოიდგინეთ... ათწლეულები ნატრობდა ქართველი დღეზე, რომლის მომსწრენიც გავხდით, რომელიც თავად შევქმენით... და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. და გავიდა ლამის 30 წელი და აღმოვაჩინეთ, რომ სახელწმიფოს ვერ ვაშენებთ.
ვერ!
და მისი სახელმწიფოებრიობის მომპოვებელი ხალხი, მისივე მესაფლავე ხდება - საკუთარი თავის მესაფლავე.
საუბარი აღარ უნდა იყოს, თუ რამდენი წელი და მეცადინეობა დაუჯდა რუსეთს, რომ ეს მენტალური სურათი მიეღო.
გვინდა არ გვინდა, გვიწევს საუბარი იმაზეც, და პირველ რიგში სწორედ იმაზე, რომ რუსეთი ახლაც ცდილობს იგივეს, რასაც ბოლო 250 წელია - ქართული სახელმწიფოს მოსპობას. და მას, დღესაც ის მოკავშირენი ჰყავს, რაც ოდიდგან, თუნდაც 100 წლის წინ - მოგონილი აფხაზები, შემოხიზნული ოსები, ზურგიდან ჩასაცემად მუდამ მზად მყოფი სომხეთი.. და აზერბაიჯანი, რომლის გეოსტრატეგიული როლიც, ნავთობის ფასზე სულაც არაა დამოკიდებული - თუ კი ჩვენ ევროპაში შემავალი „კარი“ ვართ, ჩვენთვის და მთელი დასავლეთისთვის, აზერბაიჯანი შუა აზიიდან გამომავალი „კარია“. და ახლა გავქვს შანსი, ამ განლაგებაში გვეკავოს ის ადგილი, რომლის შესანარჩუნებლადაც ათასწლეულები ვღვრიდით სისხლს, ოფლსა და ცრემლს და რომელიც გვეკუთვნის!
ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნება, რადგან „ახალ სამყაროს უკლია ხუთი წუთი“ და „იქ“, უნდა ვიყოთ მონაწილეთა შორის და არა მაყურებლად.
Comments