top of page

„ფანტოცი ყველას წინააღმდეგ“

ხელისუფლება გაკოტრებულია და როგორი შეფასებაც უნდა დავურთოდ ფაქტს, ის ამგვარია: მას ჩაანაცვლებენ. და ის ახალი, იქნება ადამიანთა სხვა ჯგუფის დაკომპლექტებული. ისე, ყველაფრის სხვაგვარად მოწყობის პირობას, ცხადია, ისინი უკვე იძლევიან. და ეს პოლიტიკუირი პროცესია, ეს ჯანსაღი და სასარგებლო კლიმატია და ეს, ერთგვარად მიღწევაცაა, რომ არა ერთი ნიშანთვისება: უკვე, ლამის 30 წელია, ამას ერთი და იგივე ხალხი გვთავაზობს. ცხადია, არავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ 1995 წელს, ან თუნდაც 2003-ში ქართველმა ხალხმა იცოდა, ვთქვათ, მელია, მდინარაძე, ან ქუცნაშვილი, კობახიძე... კალანდაძე და კილაძე. დღეს, საზოგადოებამ ისინი იცის და სხვა, არა ერთიც. მაგრამ საერთო ჯამში, პოლიტიკურ პროცესს, რომლის არსებობაც, ზოგადად, მიღწევად გამოვაცხადე, ისევ ის აქტორები წარმართავენ, ვინც ოდიდგანვე.. (რა განსაზღვრება, ეპითეტი თუ მეტაფორა გამომადგება აქ, ახლა?). ასეა თუ ისე, დღესაც, ამ პროცესში ლიდერის პოზიციებზე მათ ვხედავთ - ერთგვარი არქაულობის „საპატიო შარავანდედით“ მოსილთ, მაგრამ კვლავაც და კვლავაც მათვე. და ამ საქმეში, ბუნებრივია, სულიც მათია და სულისკვეთებაც მათეული.

ree

და ეს სულისკვეთება არაა ის, რომელიც 30 წლის წინ, ნაწვიმარზე გაზაფხულის საამო სურნელივით ჩამოწვა მთელ საქართველოში და ისაა, რაც ჯერ კიდევ გვინარჩუნებს რაღაც სახეს ამ სამათეულწლიანი უბერდურების ფონზე, რომელიც ჩვენვე შევქმენით. გარდა ამისა, ესეც გისინჯეთ, ამასაც დააკვირდით - ამ ყველაფერს გააშუქებენ ისევ ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ მეტაფორული „არქაულობის შარავანდედს“ თავის სფეროში ატარებენ. ისე, არც ესაა ცუდი - რა ჯობს, თუ კი ძველ ბილიკზე ახალი „მგზავრები“ გაივლიან - აკი წინა კაცი უკანას ხიდიაო, მაგრამ აბა ხიდი.. კი არა და, აბა წინა კაცი? ცალკეულ, ინდივიდუალურ „ნიმუშებს“ თუ არ ჩავთვლით, სავალალო მდგომარეობაა - ჟურნალისტიკის ელემენტარული გაკვეთილების პირდაპირ ეთერში ცქერა მე უკვე ძალიან დიდი ხნის წინ მომბეზრდა და ახლა იქ „დაზრდილთა“ შეგირდებს გვაყურებენ. მერე, ამ ყველაფერს შეაფასებენ იგივე ექსპერტები და გაგრძელდება იგივე ამოცანის სამსახურში ყოფნა. ამოცანას კი, პირობითად, შეგვიძლია ვუწოდოთ „ოღონდაც და სახელმწიფო“. და არა ახალი ქართული საახელმწიფო. თანაც, რა არის იცით? ასე ძახილმა „ქართული სახელმწიფო, ახალი ქართული სახელმწიფო..“ შედეგად, სწორედ ეს მოიტანა: „ოღონდაც და სახელმწიფო“. უკიდურეს შემთხვევაში, იმიტაციაც კი წავა რა. მეტიც, უკვე სახეზე გვყავს ძალები, რომლებიც სწორედაც რომ იმიტაცას ქმნიან, რადგან ცუდი სახელმწიფოს შექმნაც არ ხელეწიფებად. და არც სურვილი აქვთ ამისა. ანუ, ყრუ კედელი ყრუ კედლადვე დარჩა. ჰოდა, განსაკუთრებით გაუგაბართათვის, კიდევ უფრო კონკრეტულად ვიტყვი - სახელმწიფო ქართველთა. რომელშიც ცხადია ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობს და.. ეს დაზეპირებული პოსტულატები არ ჩამომათვლევინოთ, გევედრებით! (იმასავითაა რა.. საპოლიცია აყვანის ოპერაციი ბოლოს, იაფფასიან ჰოლივიდური ფილმის სცენებში რომ ტექსტია: თქვენ გაქვთ დუმილის უფლება და... ბლა, ბლა, ბლა..) ხო, სახელმწიფო ქართვერლთა და ყველა აქ მცხოვრებთა სახელმწიფო. მაგრამ ქართველთა. სახელმწიფო ქართული - ნიშნად იმისა, რომ ის ათასლწვანი ბრძოლა უშედეგო არ აღმოჩნდა! ამაო არ იყო! არც ოფლი! არც ცრემლი! არც სისხლი! რაც ეს საუკუნეები იღვრებოდა... მაგრამ რა შევატყე ჩვენს თავს, იცით? ჩავთვალეთ რომ აჰა, მორჩა - მისია შესრულებულია, აქამდე მოვედით და აწი... უჰ, ვინ აღარ იბრალებს ჩვენს აქამდე მოტანას თუ მოყვანას და ვის აღარ მიეწერება. და არც ერთ ამ სიაში, ძირითად მებრძოლად, ყოჩად და ფალავნად ქართველი ხალხი არ ირიცხება. ის, მხოლოდ გრძელი, უშინაარსო სიტყვების რახარუხისაგან შემდგარი „კერძის“ საკმაზადაა ხმარებაში.

მოკლედ, სადაა ის ძალები, ვინც რეალურად არის ხარი გამწევი და სადაა გუთნის დედა? ესენი არ არიან - ეს ხომ ნაღდია?

„ფანტოცი ყველას წინააღმდეგ!“ - ბლოგაჩანაწერების მეცხრე სერია

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page