top of page

ფრაუ კრამპ-კარრენბაუერი

აქვე, გერმანიის ახალი სავარაუდო ლიდერის, ანნაგრეტ კრამპ-კარრენბაუერის მოკლე ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ.

დაიბადა 1962 წლის 9 აგვისტოს, საარის ფედერალურ მხარეში (მიწაზე), საფრანგეთისა და ლუქსემბურგის საზღვართა სიახლოევს. ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში 1981 წლიდან ირიცხება, ანუ საშუალო სკოლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, ის უკვე პოლიტიკით დაინტერესდა.

შემდგომი წლები სწავლას დაუთმო და 1990 წელს, პოლიტიკისა და საჯარო სამართლის მაგისტრის ხარსხი მიიღო.

ჯერ კიდევ 1989 წლიდან, 1994 წლამდე, ქალაქ პიუტლინგენის საქალაქო საბჭოში მუშაობდა.

1998 წლამდე საარის მხარეში ქრისტინა-დემოკრატიული პარტიის რეფერანტი გახლდათ, ხოლო მომდევნო წლიდან ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის, თანაპარტიელის პირადი ასისტენტი იყო. ამავე წლიდან, ქალთა რეგიონალური კავშირის წარმოადგენელია, ხოლო 2001 წლიდან კი, ქალთა საერთო-ეროვნული კავშირის თავჯდომარის ხუთი მოადგილიდან, ერთ-ერთი გახდა.

ამავე წელს, კონრად ადენაუერის ფონდში გაწევრიანდა, მოგვიანებით კი გერმანიის კათოლიკეთა კომიტეტის მმართველობის წევრად აირჩიეს.

2004-2011 წწ.-ში, პიტერ მიულერის კაბინეტში (საარის მხარის მთავრობა), რამდენიმე მინისტრის პოზიციაზე იყო.

2007 წლის სექტემბერში, განათლების, ოჯახის საკითხთა, ქალთა უფლებებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.

2009 წელს, საარის ხელისფულებაში უკვე შინაგან საქმეთა, ოჯახის საკითხთა და ქალთა უფლებების მინისტრად დაინიშნა.

2010 წელს ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ფედერალური პრეზიდიუმის წევრი გახდა და 2011 წლის 28 მაისს, საარის მხარეში პარტიის ახალ წარმომადგენლად ხმათა 97,2%-ით აირჩიეს.

2011-14 წწ.-ში გერმანულ-ფრანგულ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც კულტურული ურთიერთობების გაღრმავება გახლდათ გერმანიის წარმოამდგენლად წარადგინეს - ის პროფესიული განათლების საკითებზე მმუშაობდა.

2015 წელს გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთა კავშირის პრეზიდენტი. მისი კანდიდატურა, ქრისტიან დემოკრატიული პარტიის თავჯდომარის პოსტზე ანგელა მერკელმა წამოაყენა.

კანდიდატმა ხმათა 51,75% აიღო.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page