top of page

ფუტურისტული ტილოდან რეალურ ინსტალაციამდე

სტადიონი ყოველთვის ხმაურსა და ემოციურ გარემოსთან ასოცირდება. ამ სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, ავსტრიაში საინტერესო ინიციატივა განახორციელეს, თუმცა, რეალურად, ამ წამოწყებას ბევრად დიდი ამოცანა დაესახა.

ყველაფერის ისნპირატორი ადგილობრივი ფერმწერის, მაქს პეინტერის ფუტურისტული ტილო აღმოჩნდა.

სწორედ მისი გავლენით გადაწყდა წარმოდგენილი ინსტალაციის შექმნა. მისი მიზანი კლიმატის ცვლილებაზე აქცენტის გაკეთებაა. ყველაფერი პროექტის „ტყის გამო - ბუნების უსასრულო მომხიბვლელობა“ - ეგიდით მოეწყო. იდეის განხორციელებისთვის, ავსტრიელმა მხატვარმა, კლაუს ლიტმანმა ქ. კაგენფურტის სტადიონი Wörthersee შეარჩია. ეს სამხრეთ შტატი, კარინტიაა და სტადიონიცა და დასახლებაც, თვალწარმტაცი ტბის სიახლოვესაა განლაგებული.

მოედინს მინდორი სამასამდე სხვა და სხვა ჯიშის ხისგან გაშენებულ ტყეს უკავია. სხვამხრივ, სტადიონი სრულად ფუქნციონირებადია - მუშაობს განათება, ხელმისაწვდომია ბილეთები და ტრიბუნები, რათა დასხდეთ და დასადგურებული სიმშიდით ისიამოვნოთ. იქაურ მინი-ტყეს, ალბათ, უკვე თავისი ბინადრებიც ჰყავს.

ორგანიზატორების თქმით, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ბუნებას ემუქრება და ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ავირიდოთ ვითარება, სადაც ველური ბუნების ხილვა, მხოლოდ საგანგებო ტერიოტრიებზე, მუზეუმივით იქნება შესაძლებელი.


Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page