ქართულობის გაზაფხული
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 14, 2019
- 4 min read
Updated: Apr 15, 2019
ამაზე არა ერთხელ ითქვა, დაიწერა და ზოგან, რუსულ-საბჭოთა თარგზე აკემსილი ვერსიებიც გვხდებოდა ხოლმე, მაგრამ ძირითადში, ხაზი უცვლელია. ბუნებრივია, თუ კი მხედველობაში საკითხის მასშტაბს მივიღებთ, ეს „აღწერა“ ზერელე და მსუბუქია, მაგრამ ახლა, უბრალოდ დინამიკის ჩვენება მსურს - ახლა, მხოლოდ პროცესის დემონსტრაციაა მნიშვნელოვანი. ერთი სიტყვით, როგორც სხვათა შემთხვევაში, ალბათ ჩვენთანაც ყველაფერი მცირე ერთობებით დაიწყო, რომლებმაც, მოგვიანებით, ჩამოაყალიბეს ტომი, შეერწნენ ტომთა დიდ გაერთიანებას და ჩაერთნენ ეთნიკური ჯგუფების ფორმირებაში. ეთნიკურმა ჯგუფებმა შემქნეს ნახევრადსახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და შემდგომ, არასრულფასოვანი, ფრაგმენტული მმართველობები, რომელთაც გეოგრაფიული ნიშანი სდევდა.
დაიწყო პრივილიგებული ფენების, არისტოკრატიის, ოლიგარქიის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი, სადაც მნიშვნელოვან როლს სამხედრო ელემენტი თამაშობდა. ამ ძალებმა, მწარმოებელ ხალხზე დაყრდნობით, ერთიანი, ცენტრაილზებული და წარმართული მონარქიები შემქნეს და სწორედ ეს მათი წარმართული პანთეონი, ბევრი მსგავსების მიუხედავად, აფერხებდა ხალხის ერთ სხეულად, ერად ფორმირების პროცესს. და აქ, იმ სამხედრო კომპონენტს დიდი ფასი დაედო - ე. წ. ჯუნგლის კანონი, სადაც ძალა განაპირობებდა არამც თუ ბევრს, არამედ ყველაფერს. თუმცა, მხოლოდ აფრეხებდნენ და არა წყვეტდნენ. და აქ მნიშვნელოვანი საპირწონო გახლდათ სოციალუყრი ურთეირთობები, აღებ-მიცემობა და მეტყველების მსგავსი ენა - კუთხურობით, ტერმინოლიგიითა და აქცენტით, კილო-კავით განსხვავებული, თუმცა მაინც ერთი ძირიდან აღმოცენებული. მაგრამ მოვიდა ნინო... და მოგვიანებით, თავსმოხვეული ზოროასტრიზმის საბოლოოდ განდევნის კვალდაკვალ, ამგვარი სურათი ჩამოყლიბდა:
ქრისტიანობა და ქართული, როგორც ლოცვის საერთო ენა. ცენტრალიზებული სახელმწიფო და ქართული, როგორც სამართლაწარმოების, ადმინისტრაციისა და, ზოგადად, ყოფიერების ენა. და ცხადია, ქართული, როგორც შემოქმედების ენა.
დროთა ქარტეხილებმა ბევრი რამ შთანთქეს, მაგრამ იაკობ ცურტაველის უკვდავი ქმნილება ნათლად ადასტურებს, რომ ნინოს შემობრძანებიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ, ლიტერატურული ქართული, ანუ შემოქმედებითი ენა, უკვე ფორმირებულია. თავად ნაწარმოებიც ცხადჰყოფს, რომ გამომდინარე მისი მხატვრული ღირსებებიდან, ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო ან კონკრეტული ავტორის, ან, ზოგადად, კონკრეტული სალიტერატურო ენის პირველი „რეალიზებული“ ნიმუში, პირველი პრეცედენტი - ყველაფერი საწინააღმდეგოს მეტყყველებს... ცხადია, იყო ყოველდღიურობისა და ყოფიერების, ე. წ. უბრალო ენაც და ის ლიტერატურაც სრულიად მოუწვდომელი იყო წერა-კითხვის უცოდინარე წვრილი ერისთვის, მაგრამ უკვე არსებობდა ერთგვარი სტანდარტი. ქართველი ერის ფორმირების პროცესი დასკვნით ეტაპზე ასე აღიწერა: „..ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.“
ეს სიტყვები გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გვხდება (951 წ. - წმინდანის ცხოვრებიდან, ლამის საუკუნის შემდეგ). თუმცა, მანამდე იყო ირანის მიერ მონარქიის მოსპობა, მეფობის ნაცვლად ერისმთავრობა, არაბობა, ასურელი მისიონერები... მაგრამ ერის ფორმირების პროცესი, რომელსაც ზემოხსენებული ძრავები მიაქანებდნენ, უკვე შეუქცევადი გახლდათ და
კახელმა, ჰერმა, ოდიშარმა, მესხმა თუ იმერელმა და სხვამ, თავისი თავის საერთოეროვნულ სხეულში იდენტიფიცირება დაიწყო და კახელობის, თუ აფხაზობის პარალელურად, მათან ერთად, და ვერაფრით უმისოდ, ქართველობდა.
მთის ქართველობა, გამომდინარე გეოგრაფიიდან და არასტაბილური კომუნიკაციის მიზეზით, ერთგვარად ავტონომიურ გზას დაადგა, მაგრამ რწმენა აქაც ძირითადი ფაქტორი გახდა (აქ შეგვეძლო პროტოქართულიდან სვანურის გაცალკევების შესახებ გვესაუბრა, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა - ქართულის, როგორც ენის, თავგადასავლაზე წერას უფრო მიესადაგებოდა). არ მაქვს ცნობები რა და როგორ მოხდა დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, მაგრამ ის კი დანამდვილებით შემიძლია მოგახენოთ, რომ აღმოსავლეთის მთაში, ცენტრალიზებულ მონარქიას სამხედრო ოპერაციებიც კი დასჭირდა და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ დაიწყო იმიერკავკასიაზე ქართული გავლენის გავრცელება. ანუ, და ეს ყველას მოგეხსენებათ, „საქართველო“ - გეოგრაფიულ-პლიტიკური ერთეულად, ტერმინად სწორედ იმ ეპოქაში VIII-X ს.ს.-ში „გაფორმდა“. ქართული ეთნოსით დასახლებულ ვრცელ ტერიტორიაზე, ჰერთა, კახთა და აფხაზთა მონარქიების პარალელურად, სამხრეთით შეიქმნა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში, ტიტულით „მეფე ქართველთა“ (ტაოელნი მეფენი).
ძნელია ერის ფორმირება ცალკეულ ინდივიდებს დაუკავშირო - შეუძლეებელიც კი გახლავთ, მარამ ქართლის დიდაზნაურ იოანე მარუშისძისა და ტაოელი მეფე დავით III-ის (კურაპალატი) მეცადინეობით, კიდევ ერთი და უკვე ცალსახად ქრთული ცენტრალიზებული სახელმწიფო, ბაგრატის მესამის სკიპტრის ქვეშ გაერთიანდა - მცირე გეოგრაფიული „დეფიციტით“, ვინაიდან ტფილისსა და მის შემოგარენს, უკვე რიგით ქართველ არისტოკრატად ქცეული ჯაფარიდების დინასტია მართავდა, ჰერეთში კვირიკიდები იჯდნენ ტახტზე, ხოლო კახეთში - დონაურები.
საბოლო ჯამში, სამყაროს დავით აღმაშენებელი მოევლინა და მისმა მეცადინეობამ, შუასაუკუნეების „ოქროს ხანა“ მოიტანა. თუ კი აქაც მხოლოდ ზედაპირულნი ვიქნებით, შეიძლება ითქვას, რომ მულტიეთნიკური იმპერიის შექმნის კარგად დაწყებული და ხანგრძლივი პროცესი, რაც ნაციის ფორმირებით უნდა დასრულებულიყო, მონღოლურმა გრიგალმა გააჩერა. კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც ბრწყინვალე გიორგის ეპოქაზე მოდის, იმთავითვე განწირული გახლდათ, რადგან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მასათა დინებას, რელიგიური მარკერი საბაზისო მახასიათებლად ექცა - როგორც ინსტრუმენტი, ცხადია. საქმე ის გახლავთ, რომ იგივე მონღოლური, თურქულ თარაქამული ტომები ვერ აღმოჩნდნენ „კლსიკური“ იმპერიის ფორმირებისთვის მზად - ნაცვლად იმისა, რომ დაპყრობილ ხალხებზე მოეხდინა გავლენა, ყველა მათგანზე იმდენად დაბლა იდგნენ ,თუნდაც კულტურული განვითარების მხირვ, რომ თავად მოექცნენ მათი კულტურის, ყოფის და რწმენის გავლენის ქვეშ. და ეს ხალხთა ახალი მასები, სამყაროს შეცნობის ჟინით შეპყრობილი, ენერგიით სავსე და „ახალგაზრდა“ გაერთიანებები, ყველაზე დიდი ფანატიზმით გამოირჩნენ, რადგან მაჰმადიანობამ, როგორც სისტემამ და მსოფლაღქმამ, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი გეოგრაფიული „თავისებურებებიდან“ გამომდინარე, ხალხთა დიდმა გადაადიგლებებმა, და სხვა ისტორიულმა პროცესებმა, არამც თუ ერის ნაციად გარდაქმნის პროცესი შეაფერხა, არამედ საქმე ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენამდე მიდგა - და ეროვნულის გადარჩენა, რწმენის გადარჩენის უდიადეს ამოცანას შერწყა, რადგან მომხდურს მოჰქონდა სამყაროს აღქმის სხვა სისტემა - სხვა ღმერთი და მას, მხოლოდ საკუთარით თუ დაუპირისპირდებოდი. აქ კი, ნაციის ფორმირებისთვის არც დრო იყო და არც ადგილი. მიუხედავად ალექსანდრე დიდის დაუღალავობისა, ერი-სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე ღაფავდა სულს დინასტიურ, ვიწროფეოდალურ თუ სხვა „მინარევებით“ გაჯერებულ სასაკლაოზე - ზნეობაშეცვლილი, გათოთოკაცებული, სეპარატისტული, დაქუცმაცებული.. თუმცა საერთო რწმენით, ენით და წარსულით და ეს იმდენად მყარი საძირკველი აღმოჩნდა, რომ გაძლო. ცხადია იყო მცდელობა, რომ ეს ერთობაც მორღვეულიყო და ამის კონკრეტული მაგალითი ე. წ. „ბიზანტიური მისონერობა“, ჯაყელების სეპარატიზმი, მცხეთის საკათალიკოსო ტახტისადმი დამოკიდებულებები და შემდგომი სინანული.. თითქმის 500 წელი, მეტ-ნაკლები წარმატებითა თუ წარუმატებლობით მოვედით ახალ დროებამდე - რუსეთით შეკოწიწებულნი, ზნეობრივად კნინყოფილნი, სასოწარკვეთილნი, თახსირნი, გაკოტრებულები და, რომ იტყვიან მხარ-თეძოზე გაკოტრიალებულნი.. მაგრამ მოვედით და განცდა სახელმწიფოსი, მაინც ფეთქავდა და საკმარისი იყო საქართველოში დასავლური განათლების თაობა გამოჩენილიყო და მალე (ისტორიის საზომით), პირველი ქართული რესპუბლიკაც დაიბადა - ეს ჭეშმარიტი მკვდრეთით აღდგომა იყო, თუმცა ხანმოკლე.

ეს საბუთი, რომელიც ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზაში ინახება, ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ერის ნაციად გარდაქმნის პრეცესი, მართლაია საწრეტელში და არა არხში, მაგრამ მაინც მიმდინარეოდა. არა ერთხელ აღნიშნულა, რომ ქართველობა, ეს ღირებულებათა სისტემაა, კოდექსი და მხოლოდ ამის შემდეგაა ყველაფერი სხვა, მაგრამ ერთიც უნდა დაემატოს - ქართველობა კონკრეტული გეოგრაფიული ერთულის სახლად, მშობლიურად აღქმაა და, შეაბამისად, ღწვა და წვა ამ ყვლაფრისთვის. საბოლოოდ მაინც, ეს არჩევანია, ოღონდ არა იმ ნიშნით - იღვაწო თუ არა, არამედ გევალება ეს ღწვა, თუ არა...
და მხოლოდ ამის მერე, გადაიხდი ამ ვალს, თუ არა?.
როგორ გადაიხდი? და ყველა, ვინც თვლის, რომ ეს ვალდებულებაა და მეტიც - საპატიო ვალდებულება გახლავთ, წარმოადგენს ქართველ ნაციას, გნებავთ ქართველ ხალხს. ბაღდასარ ბაღდოევი, ალბათ რუსულ ყაიდაზე მოქცეული ბაღდასარიანია, მაგრამ რა ერის თუ ეთნოსის მარცვლიდან აღმოცენებულიც უნდა იყოს იგი, ქართულ ნიადაგშია მისი ფესვი გადგმული და ის ქართველი ნაციის ჭეშმარიტი შვილია. და აი, მთავარიც: სისხლისფერი XX საუკუნის დასაწყისში, სისხლისფერი იმპერიის აფთრებმა, რომლებიც ქართული გვარისა და რუსული შეგნების ვიგინდარებს წარმოადგენდნენ, ნახეს რა „სიძლიერე ფესვთა“, დედინაცვალს დედის მკვლელობის მეთოდოლოგია მისცეს. 70 წელი გრძელდებოდა წარსულის დაღვა და აწმყოს კაფვა და მომავლის - სიცრუით რწყვა. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების გახსენება საკმარისია იმის სადემონსტაციოდ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართველისთვის ეროვნული იდენტიფიცირების ამ მარკერს მაშინ, როდესაც სხვა მარკერები - ვთქვათ, რწმენა, უღმერთო იმპერიაში გაუქმებული გახლდათ. 1991 წლიდან ეს პროცესი კვლავაც საბრძოლო ასპარზეა. რუსული მცდელობები შედეგიანი აღმოჩნდა და ნაციის ჩამოყალიბებისათვის უბრალოდ დრო არ გვქონდა.| ახლა კი, ანუ მაშინ, როდესაც, შესაძლოა, რუსული მეტასტაზის ამოშანთვის საბოლოო შანსი გვაქვს, პროცესმა შეუქცევადობა უნდა შეიძინოს.|ეს გაზაფხულია - ქართულისა და ქართულობის გაზაფხული და მას. უთუოდ მოჰყვება რთველი. #საქართველო #ქართულიენა
Comments