ქერჩის ქეჩოში
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 1, 2018
- 1 min read
მსოფლიო მედია ახალ ამერიკულ ინიციატივას მიმოიხილავს - ელჩი ჰერბსტი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად უკრაინაში მუშაობდა, გამოდის ინიციატივით, რომ ამერიკისა და ევროპის პორტები დაიკეტოს იმ რუსული ხომალდებისთვის, რომლებმაც აზოვის ზღვიდან გამოცურეს. და აქ არაა მნიშვნელოვანი, თუ რა ან ვინ გადაადგილდება ამ მცურავი საშუალებით.

ცხადია, სახელმწიფოსთვის, რომელსაც ორი ოკეანე აკრავს, ეს არ უნდა გახდეს დიდი თავისტკივილი, მაგრამ თუ კი ეს სახელმწიფო რუსეთია, რომელიც თვლის, რომ 6 თვე გამოუსადეგარი ნოვოროსიისკის გარდა, მეტი ეკუთვნის და საერთოდაც, შავ ზღვაში და შემდეგ ცივილიზაციის კარიბჭესთან სიახლოვე, მისი მისიაა, ინიციატივა სულ სხვა დატვირთვას იძენს. პირველყოვლისა, ეს სილის გაწნაა. და შეიძლება ითქვას, ვოვა უკვე კარგა გვარიანად გასილაქებულია, რადგან მას მერე, მიუხედავად კრემლის ბჟუტავი იმედისა, არგენტინაში ტრამპი პუტინს არ შეხვდა, არც მიესალმა და მასაც, ჟურნალისტების არაბ მკვლელებთან ხა-ხა ხი-ხის მეტი, არა დარჩენოდა რა...
დიახ, ჰერბსტმა ანგარიში ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე „აზოვის ინციდენტამდე“ და G20-ის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. და რამდენიც უნდა ითამაშოს პუტინმა, რომ არხეინადაა, საქმე სულაც არ გახლავთ ისე, როგორც მას, ვთქვათ, ათი დღის წინ წარმოედგინა. ამითვე აიხსნება ძუ ლავროვის, ზახაროვას ბოლო განცხადებები, რომელიც სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა რუსეთის მიერ ბოლო კოზირის გამომზეურება, თუმცა ამაზე ცალკე თქმაც ღირს და ოდნავ მოგვიანებით იყოს.
Comments