ქვანახშირიდან, წყალბადამდე
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 11, 2019
- 1 min read
ორთქლმავალი, ელმავალი, დიზელის ძრავზე მომუშავე შემადგენლობები... შორს არ არის ის დრო, როდესაც ეს უკანასკნელი იმავე ბედს გაიზიარებს, როგორიც ერთ დროს ქავანახშირზე მომუშავე მატარებლებს ერგოთ. Alstom-მა და სალიზინგო კომპანიამ Eversholt Rail, ბრიტანეთში პოპულარული ელმავლის 321 სერიის სრულ რეკონსტრუქცია, მასზე ოთხი საწვავ-ელემენტისა და შესაბამისი კომპონენტების დამატება განიზრახეს.

ეს ოთხვაგონიანი ელმავალი, ბრიტანეტში ყველაზე მასიურ და ძალიან სანდო სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა. მას 1989-1991 წ.წ.-ში კომპანია BREL-ის საამქროებში აწყობდნენ - ადრე, ის ბრიტანეთის სახელმწიფო სარკინიგზო სოსტემის ნაწილი გახლდათ. მაგრამ ამჟამად, 321-ე სერიის ელმავლების ჩანაცვლება ხდება - ბრიტანეთში უფრო თანამედროვე და კომფორტული შემადგენლობები კომპანიებმა Bombardier და Stadler შემოიყვანეს. მაგრამ „ძველები“ დანებებას არ აპირებენ - შემადგენლობების წყალბადის საწვავზე გადაყვანა, უკვე აქტიურად განიხილება - ექსპლუატაციაში გაშვება 2022 წლისთვის დაიგეგმა. იდეის ავტორთა აზრით, 321-ე სერიის მოტორძრავიანი მატარებლები, მახასიათებლებით, სანდოობითა და პარკში არსებული შემადგენლოიბების რაოდენობით იდეალურად გადაკეთდება საწვავ-ელემეტებზე მომუშავე მატარებლად და მეტიც, ახალ მოდიფიკაციაში, ტევადობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროექტის მხარდაჭერას ბრიტანეთის ხელისუფლებაც გეგმავს. კერძოდ, ის აპირებს 21 მლნ. ფუნტი სტერლინგის გამოყოფას, ვინაიდან ეს კარგად ეხმიანება მის გეგმებსაც, რომელთა მიხედვითაც, 2040 წლისთვის ბრიტანეთი დიზელის ძრავაზე მომუშავე შემადგენლობებზე უარს იტყვის.
Comments