ქველმოქმედება, როგორც ერის სამსახური
- კოტე ნიშნიანიძე
- Feb 12, 2019
- 1 min read
ქველმოქმედებას დღეს რაღაც სხვა გაგება მიეცა - პოლიტიკურ ინვესტიციასაც კი ასე მოიხსენიებენ, აკი ვიცით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სათქმელს თავად ის დოკუმენტი ამბობს, რომლის ასლსაც ახლა გთავაზობთ.

ეს ცნობილი ქართველი მეწარმისა და ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილის ანდერძია. ის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, დონის როსტოვში დაიწერა.
1500 ათასი მანეთი - წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად. 200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას 50 ათასი მანეთი - თბილისში რაიმე უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისთვის 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის ღარიბი მოსწავლეების სწავლის დასაფინანსებლად. განურჩევლად ეროვნებისა... 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას 100 ათასი მანეთი - თბილისის დრამატულ საზოგადოებას 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს და თავშესაფართა საზოგადოებას 170 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშებისთვის 15 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისთვის 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს 5 ათასი მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში 200 ათასი მანეთი - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში
დავძენ მხოლოდ, რომ ანდერძი, გარდა იურიდიული დოკუმენტისა, მაგალითიც შეიძლება იყოს და სარაჯიშვილის შემთხვევაში, სწორდ ამასთან გვაქვს საქმე - ესაა მამულიშვილობის საბუთი.
Comments