top of page

ქურუმი

პუტინიზმის პირველ წლები..

შესაძლოა ის ჯერ არც კი წარმოადგენდა პუტინიზმს, თუნდაც ჩვენს აღქმაში. თუ მის გარემოცვაში რიგ გადაადგილებებს დავაკვირდებით, ნათლად შევნიშნავთ, რომ მცირე ძიების შემდეგ, ერთ-ერთი მყარი არჩევანი ლავროვზე გაკეთდა და მას მერე, მედვედევის არარაობის ზეობის დროსაც კი,

მას მერე, რაც ოლიგარქიულმა აპარატმა არა ერთი გვამი მოინელა (თუნდა სერგეი ივანოვი, რომელიც პუტინის მემკვიდრედაც განიხილებოდა), ლავროვი უცვლელად იდგა და ახლაც დგას, ვითარცა რუსული დიპლომატიური სკოლის, ცოცხალი ქანდაკება.

თუმცაღა, მისი დიპოლომატია ჰყოფნის მხოლოდ და მხოლოდ საკუთრივ რუსული უსაფუძვლო ამბიციების, ინტერესების ტორაჟირებას, რაც ასობით დანაშაულის, ათასობით დარღვევის, მილიარდობით დატაცებულის კომუფლირებას ემსახურება. ლავროვი არაა მსოფლიო მასშტაბის არც დიპლომატი და მით უფრო ლიდერი.

ის ვარგა მხოლოდ მონათა ოლიგარქიული იმპერიის ქურუმად და წარმოადგენს, რაღაც იმ ძველი გრომიკოსა და იმ ძველი აიათოლას, ხომეინის მუტანტს.

ახლახანს გავრცელდა მისი ინტერვიუ, სადაც ყურადღებას ის ნაწილი იქცევს, სადაც მას „რუსთავი2“-თან დაკავშრებით ჰკითხეს. აი, ეს დიალოგი:

„რუსთავი2“: რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი პროდასავლური არხი? ლავროვი: მე ვფიქრობდი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს პროქართული არხი

და საქმეც ესაა - ლავროვის და, პირველ რიგში მისი ბოსის გაგებით, პროქართული, ეს პრორუსულია. ნუ, კაი.. ეგენი შენატრიან და მათი გაგება შეიძლება, მაგრამ საკმარისია მოვიხმოთ საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები.. ზედ, პილპილად, გავრილოვის ავადსახსენებლი ვიზიტი და მასზე რეაქცია მოვაყაროთ და ვნახავთ, რომ დასავლეთი ეს ქართველთა არჩევანია და, შესაბამისად, პროქართული და პროდასავლური ერთს წარმოადგენს. ეს ლავროვს კი არა, აქ არ ესმის ბევრს და ამ სიის სათავეში, „ქართული ოცნება“ დგას, თავისი ლიდერით და, რაც არანაკლებ სახასიათოა, რიგითი, სრულიად უმნიშვნელო მხარდამჭერით, რომელიც ვერ იტანს ვიღაცას, და, მიწისძვრამ რომ იმსხვერპლოს, მაინც გაიხარებს - მერე რა, თუ მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ათასიც ჩაიყოლა... ცხადია, არიან ისეთებიც, ვისაც ესმის, მაგრამ იყენებენ რა გაუცნობიერებელთა მასებს, ყოველივეს მამულიშვილობად და ქვეყნის სამსახურში ყოფნას ასაღებენ. სწორედ ესაა ნიშანი, რომელიც მთელ 18 ივლისს, როგორც დღეს, გასდევდა. და ყველაზე სამწუხარო ის კი არ გახლავთ, რომ ვიღაცა რუსეთის დაკრულზე ცეკვავს... არა, ეს არ გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე დათქმულია.. პრობლემა გახლავთ ის, რომ ზოგიერთი ადამიანის მიმართ ზიზღი, ან თუნდაც უბრალოდ მისი მიუღებლობა, ქვეყნის ამბავს არ უნდა აზარალო. რაც გინდათ უწოდეთ „რუსთავი2“-ს გვამთაყვანისემელთა თამაშში უნებლიე მონაწილენო. მისი დახურვა, როგორიც უნდა იყოს იგი, ალტერნატუიული სიტყვის დახშობას ნიშნავს და ეს ჩიხია.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page