ღორი, ჩაძინებული კატის ნაცვლად
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 31, 2018
- 1 min read
მოგეხსენებათ, ჩინეთში და ახლა უკვე მთელს მსოფლიოშიც, ყოველი წელიწადი რომელიღაც ცხოველთან ასოცირდება და, თუ კი გადმოცემას დავუჯერებთ, ხასიათდება კიდეც ამ არსებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით. 2018 წელი ძაღლის გახლდათ. მომდევნო, ანუ ახალი, 2019 წელი ღორისაა.
არადა, ლეგენდის მიხედვით, მეთორმეტე ნიშანი კატის უნდა ყოფილიყო და, შესაბამისად, ძაღლის წელიწადს კატის ჩაანაცვლებდა, მაგრამ ვირთხას კატა არ გაუღვიძებია და ამიტომ, არჩევანი გაკეთდა იმ არსებაზე, რომელიც პირველივე ჯერზე მოხვდათ თვალში.
ეს ღორი აღმოჩნდა.

თავად ჩინეთში, ამ ახალი წლის დადგომას 5 თებერვალს აღნიშნავენ. ჩინელები ამ დღესასწაულს მთელი ორი კვირის მანძილზე, 20 თებერვლამდე იზეიმებენ. მათი კალენდრით, ღორის წელიწადი მომდევნო წლის 25 იანვრამდე გასტანს. „ჩუნ ცზე“ - ასე ეწოდება ჩინეთში ახალ წელს. ღორის წელი ოჯახურ იდილიას, დოვლათსა და სიმდიდრეს უკავშირდება, ვინდაიდან ღორი, როგორც საკვები, მხოლოდ მდიდარი ხალხის სუფრაზე შეიძლებოდა შეგხვედროდათ. ღორი ჩინელთათვის, განასახიერებს მშვიდობის სიყვარულს, ხასიათის სირბილეს, თმენის უნარს და სითბოს. ნამდვილად არ გვაწყენდა.
Comments