top of page

ყალბი ყალიბი

დილიდან ვრცელდება ცნობა, რომელიც 2016 წლისაა. საუბარია 6 ჰექტარ მიწინ ნაკვეთზე, რომელიც საქართველომ თურქეთს გადასცა ?). ცნობა მაშინ „კვირის პალიტრამ“ გამოაქვეყნა (და ალბათ არა მხოლოდ მან).

დღეს, გარეჯის თემის გამო, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები გააქტიურდა და სულ მეტი სიხშირით ვისმენთ, რომ თურქეთი ერთადერთია, ვისთანაც ეს ამბავი ამოწურულია. და აი აქ, მავანმა გადაწყვიტა, რომ ეს სამიწლისწინანდელი ცნობა, კვლავაც გაავრცელოს. საზოგადოება, რომელიც არაა ვალდებული წაკითხვამდე თარიღები ამოწმოს, სამართლიანად აღშფოთდა, თუმცა სანამ საკითხში გაერკვეოდა, ჩვენი ძალიან დაბალი კლასის მედია აყაყანდა და უკვე ამ ძველი ცნობის დღევანდელი თარიღით გავრცელება დაიწყეს. მართალია პირველწყაროს, ანუ ამ შემთვევაში „კვირისპალიტრას“, რომელიც, თავის მხრივ 2016 წლის 27 აპრილის ვიდეოში, თურქულ წყაროს იშველიებს, ყველა უთითებს, როგორც თავის წყაროს, მაგრამ რეალურად, ეს არაფერს ცვლის - ჰიბრიდული შეტევა დაწყებულია.


რატომ ჩათვალა მავანმა, რომ ამის კვლავაც გამოქმეყნება საჭიროა, რთული მისახვედრი არაა. და არც ის, თუ რა გარნირით გვთავაზობენ ამ „კერძს“: სასწრაფოდ: სკანდალური ინფორმაცია.. ამ წუთებში.. საუბარი 2016 წლის 27 აპრილზეა, ხალხო!


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page