ყირიმი ამერიკულ ალყაში (+Int.map)
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 25, 2019
- 1 min read
ყველაფერი 22 აპრილს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულა - სადაზვერვო Boeing RC-135V ოკუპირებული ნახევარკუნძულის ცაში პატრულირებდა.
მეორე დღეს კი, საქმეში აშშ-ის უპილოტო, სტრატეგიული მზვერავი RQ-4B-30 Global Hawk ჩაერთო - მან დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონები დაზვერა. შემდეგ კი, ოკუპირებულ ყირიმს მანაც გადაუფრინა.

ვრცელდება ცნობა, რომ შავ ზღვის საჰაერო სივრცეში, ასევე, პატრულირებდა ნავსაწინააღმდეგო საფრენი აპარატი P-8A Poseidon, როიმელიც რუსული პორტის ნოვოროსიისკის სიახლოვესა და სევასტოპოლის პორტის მისადგოიმებთან მანევრირებდა - აღნიშნული თვითმფრინავი წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მოქმედებისთვისაა შექმნილი. ერთი სადაზვრევო პატრულირება Boeing RC-135V-მა გუშინაც შეასრულა.
Commenti