შავი ზღვის შავი დღეები..
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 3, 2019
- 2 min read
Updated: May 8, 2019
წრთვნები „ზღვის ფარი 2019“... შესაძლოა ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ამ ტიპის ღონისძიებებში, დაგეგმვის და გამართვისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელს - ცხადია „შუბი“, „მახვილი“ ან, თუნდაც, პოსეიდონის სამკაპი ღონისძიების აგრესიულ „მოტივს“ ავლენს, განსხავებით ფარისგან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვისთვის ემზადება.
ასეა? ცხადია, არა. ეს ყოველივე, რაც ძველი პონტოს ირგვლივ ხდება, წააგავს თავდაცვის ძალიან ეფექტურ და კარგად აპრობირებულ, ლამის საკულტო მეთოდს - საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა.
ამერიკის შეერთებული ტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ესპანეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა - შავი ზღვის საკითხები განიხილეს.

ამ საკითხზე საუბრისას, რუმინეთის მონაწილეობა უფრო მეტია, ვიდრე ლოგიკური. აი, ესპანეთი კი, აქ მხოლოდ ლოგიკით ჯდება კონტექსტში - ორი ფაქტორია: NATO, და ესპანეთი, როგორც მისი წევრი თანამედროვე საზღვაო ფლოტით. სხვა მინისტრებიც, არ არიან შორს - სწრედ ახლა ხვდებიან. როგორც Reuters-ს სანდო, მაგრამ ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, ჩრიდლოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, იმ სამხედრო საფრთხის ყველა ელემენტს განიხილავენ, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდიარეობს და, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონშიც. წყარო ირწმუნება, რომ მოკავშირენი ეცდებიან შეათანხმონ ღონისძიებათა პაკეტი, რომლითაც NATO შავ ზღვაში იქნება წარმოდგენილი. ამ პაკეტის შეთანხმებამდე კი, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნოთ: თუ კი სადმე გამალებული შეიარაღება მიმდინარებს, ეს სწორედ შავი ზღვა და მისი შემოგარენია.
დააკვირდით: როგორც კი ყირიმის კრიზისმა ქერჩის ინციდენტი შვა, აშშ ბულგარეთსა და რუმინეთში გამოჩნდა და თუ კი მანამდე ძალები 2.000-ს უახლოვდებოდა, ახლა 15.000-ს აჭარბებს. ამას დაუმატეთ მეორე მუდმივმოქმედი სახომალდე პატრული, რომელიც ახლახანს ამოქმედდა. თავის მხრივ, რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 30.000 სამხედროსგან შემდგარი დაჯგუფება განათავსა და ვინ იცის, კიდევ რა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება დატოვა, NATO-ს შავი ზღვის პორტები ერთადერთი ადგილია, სადაც ვაშინგტონს ამ ტიპის იარაღით (და ფაქტორით) ოპერირება და ერთგავრი საპირწონეს შექმნა შეუძლია იმ მოცემულობისთვის, რომლის თანახმადაც, რუსეთს სამხრეთ-დასავლეთში ასიათასიანი არმია უდგას და ალბათ, არც ისაა ჭორი, რომ აფხაზეთში C-300 განათავსა
თურქეთი, შავ ზვაში შემომავალი სრუტე და ყბადაღებული 21 დღე.. - ეს ხელისშემშლელი ფაქტორებია? კითხვა ასუხგაუცემელი დარჩება იმ დრომდე, ვიდრე თურქეთი მკაფიოდ არ დააფიქსირებს - ბოლო-ბოლო, საით დგას. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრ lოდინს არავინ აპირებს, რადგან sაბოლოოდ, საქმე მაინც ქვეანა-გასაღებამდე მიდის და ეს ქვეყანა, საქართველოა. თუ ვინმეს კიდევ ჯერა, რომ ანაკლიის ირგვლივ მთავარი აქტორი, ან აქტორთაგანი, ხაზარაძე იყო, ნეტარია, ვითარცა მორწმუნე. კურტ ვოლკერმა, შტატების „რუხმა“, საქართველოს დედაქალაქში ამასწინდელი ვიზიტისას განაცხადა, რომ როდესაც საუბარია პორტზე, საუბარია სწორედ პორტზე, რაც თავის თავში ყველანაერი მცურავი საშუალების მიღებას გულისხმობს. თუ კი დასავლეთმა ივარგა და რეგიონის ქვეყანა-გასაღები შეინარჩუნა, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი გამარჯვება იქნება, ვინაიდან დასავლეთს სურს პარტნიორი სახელმწიფო. ხოლო თუ კი ჩვენ ვერ ვივარგეთ და გასაღები რუსებს ერგებათ, ქართული სახელმწიფო საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას.
Comments