„შაიკა“
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 3, 2019
- 3 min read
შესაძლოა ესაა შემთხვევაა, როდესაც შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ძნელია უარყო, რომ ერთგვარი დაძაბულება, განგაშის განცდა და კიდევ უფრო უარესის მოლოდინი, აშკარა და საგრძნობია. მსოფლიოში არა ერთი ცხელი წერტილია და სად იფეთქებს, კაცმა არ იცის, მაგრამ ფითილს უკვე უკიდია - დანარჩენი, თითქოს ეჭვს აღარ იწვევს.
საერთოდ, თუ კაცობრიობის ისტორიასა და სისხლისღვრების დაგროვილ გამოცდილებას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ როგორც წესი, ასე ხება ხოლმე - დიდ ნახტომს არასოდეს ჩაუვლია დიდი სისხლისღვრის გარეშე. და აქ მხოლოდ ან, მაინც და მაინც ტექნოლოგიური ნახტომი არაა მხედველობაში - ომის მიზეზი შესაძლოა გახდეს მენტალური ხრამი, რომელიც კაცობრიობას ორად ჰყოფს - კონსერვატიულ შეხედულებებს ამოფარებული მდიდარი ვიგინდარები, რომლებსაც მიაჩიათ, რომ მსოფლიო მათია და თუ კი ადამიანები, ბოლო-ბოლო, მაინც უნდა გაერთიანდნენ, დაე გაერთიანდნენ მათი პირობებით, ეგიდით, ხელქვეით და, გასაკვირი იქნებოდა ამ ჩამონათვალში არდასახელება - მათი „ღმერთით“... და დანარჩენი, თუმცა დაქსაქსული კაცობრიობა, რომელიც თუ არ მიიჩნევს, გრძნობს მაინც, რომ საბოლოოდ, სხნა ერთობაშია და ეს პლანეტა, რომლის ფარგლებს გავცდით და აქამდე წარმოუდგენელ სიშორეებზეც გავიხედეთ, ყველას სახლია და დროა, დავლაგდეთ.
ეს, ამ ეტაპზე მაინც, უტოპიას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად შესაძლებელს, მაგრამ თუ კი რამ აფერხებს ამას, ეს ძველი ყაიდის ხალხია. ყველამ ვიცით: არც ე. წ. „ისლამური სახელმწიფო“, არც „ჰამასი“, „თალიბანი“ და მსგავსები არ გახლავან დესტრუქიულ ძალთა სათავეში - ეს, მხოლოდ ინსტრუმენტებია. სათავეში კი დგანან ადამიანი-ქვეყნები და რუსეთი, თავისი ოლიგარქი პუტინიანა, მათ შორის, ყველაზე დესტრუქციულია, ვინაიდან სხვებზე გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს. და სამხედრო შესაძლებლობებთან ერთად, აქ სხვა რამ უნდა მივიღოთ მხედველობაში - მისი მასშტაბები და ე. წ. „სასაზღვრო გეოგრაფია“, მისი გასასვლელები მსოფლიო წყლებზე... რამდენი დაპირისპირების მიზეზი თუ საბაბი გამხდარა პლანეტარული ოკეანე? და მაშინ, როდესაც ჩრდილოეთი ოკეანე მარჯვნიდანაც იკეტება და მარცხნიდანაც...
როდესაც წყნარი ოკეანე ზოგიერთის უკანა ეზოა.. ატლანტიკა ერთადერთი „ხვრელია“, საიდანაც მოსკოვი, თუ კი პრიმიტიულად ვიტყვით, თამაშში დარჩენას შეძლებს. ატლანტიკის ოკეანზეში კი ის ორი ზღვით გადის და ერთ-ერთი, შავია.
გახსოვთ, თუ როგორ დახვდნენ პუტინს ერდოღანის თურქეთში? გეგონებოდა ფარსმან ქველი რომში ჩაბრძანდა და მარსის მოედნისკენ მიემართება, რათა „ცხენოსან-ცეროსნობა“ ჰყოს და მერე, აპოლონის ტაძარში მსხვერპლიც უდა წიროს, ვითარცა იმპერატორის თანასწორმა. ახლა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, გათვალისწინებით იმისა, თუ როგორია თურქული ურთიერთობები, რა ხდება სირიასა და ქურთული თემის ირგვლივ და აი, ახლახანს, ლამის კატასტროფული მარცხის შემდეგ, რაც ერდოღანის პარტიამ იწვნია, ეს კადრები ისევე მოჩანს, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ?
თურქეთი ხიჭვია, ხოლო მის სათავეში, ჯერჯერობთ მაინც, ძველი ყაიდის კაცი, რომელიც პუტინთან უფრო გამონახავს საერთო ენას, ვიდრე სხვასთან. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღის წესრიგში 4-5 საკითხია, მაგრამ ყველა და, მათ შორის, მსოფლიო პრესაც, აცნობიერებს და აცხადებს კიდეც, რომ ძირითადი თემა იქნება ორი: თურქეთი, მისი გაუგებარი „მანევრები“ და შავი ზღვა. და ეს ორივე, გინდა არ გინდა, გადაბმულია. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებებს დიდი ისტორია აქვთ, თუმცა მტრები ერთ ბანაკში, ან მოკავირეთა დაპირსიპირება ჯერ არ გვინახავს? ანუ, თუ კი ნაწყენი ვარ დონალდზე, ყოველთვს შემიძლია მივიდე ვოვასთან.
„ომი ყველაფერს ჩამოწერს.“ - შესაძლოა, ეს ცნობილი გამოთქმა სულაც არაა რუსული, მაგრამ მე ის რუსულიდან ვიცი და ახლაც, რომ ვაკვირდები ყოველივეს, რაც ბოლო ხანს ამ ქვეყანაში, მის ირგვლივ და მის გამო ხდება, გამახსენდა.

ძალიან ბევრი რამ მიუთითებს, რომ რუსეთი, რეალურად, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ფართომასშტაბიანი ომით. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ აქ საუბარი მართლაც შეეძლება იყოს ვაშინგტონთან ორთაბრძოლაზე.
ეს პუტინის ორაზროვანი განცხადებები, რომელიც მისი თავდაჯერებულობის სადემონსტრაციოდ იდგმება;
ეს, ვითომ შემთხვევით, პეტერბურგში ტაძარში შესრულებული სიმღერა ვაშინგტონის პირისაგან მიწისა აღგვის თაობაზე;
კარასინის განცხადებები, შავ ზღვაზე NATO-ს უპრეცედენტო გააქტიურების გამო..
ეს ყველაფერი საკუთარი მოსახლეობის „ფორმაში“ ყოლისთვის კეთება, თორემ საქმე რომ სერიოზულად იდგეს, მშვიდად არავინ უპასუხებდა, რომ ყირიმიდან, აფხაზთიდან, შიდა ქართლიდან უნდა მიბრძანდეს და რაც მალე გააკეთებს ამას, მით მეტი დარჩება შანსი, რომ კაცობრიობას ფეხი აუბას. თორემ კი ვხედავთ. სადაცა ერთ დროს მსოფლიოსთვის თავზარდამცემი მონღოლური ურდო? - ტუგრიკებს ტენიან იურტებში. კრიზისი, არეულობა, ცაიტნოტი, ქაოსი - მღვრიე წყალში ხელების ფათური და სარგებლის ნგრევაში ძიება, ეს რუსული ილეთია. ვენესუელა და კრემლის კარაკასული აქტივობები მანევრია - ცრუ მოძრაობა.
მიმაჩნია, რომ დაძაბულობის ეპიცენტრად, მაინც შავი ზღვა და ყირიმი უნდა მივიჩნიოთ - ამას გვკარნახობს გოგრაფიული, სამხდრო-სტრატეგიული და პოლიტიკურ ლოგიკაც.
ასევე ფაქტებიც - NATO-ს უპრეცედენტო გააქტიურება, მუდმივი პატრულირებები, მოხშირებული წრთვნები.. ეს ყველაფერი, ცხადია, შემაკავებელი ფაქტორებია და ეს კრემლს აიძულებს გაჭრამდე ზომოს, მაგრამ ეს მხოლოდ პარალელური პროცესია - ცხადია, ყველა ხვდება, რომ „სამუშაოები“ ნოხის ქვეშაც გრძელდება. და საქართველო.. ვმალოთ რამდენიც გნებავთ - ეს ვითარებაზე გავლენას თუ კი ახდენს, არა ჩვენს სასარგებლოდ. ფაქტია - დღეს ქართული სახელწმიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში გვიხსნის, ეს იმდენად NATO არ გახლავთ (თავისი ორჭოფი წევრებით), რამდენადაც უშუალოდ ვაშინგტონი. მაგრამ ვაშინგტონს ესაჭიროება საქართველო NATO-ში, რადგან ეს აღარაა XX საუკუნე, როდესაც ფეხის ჩადგმა (ბაზის ამოქმედება) საქმეს აგვარებდა. მსოფლიო სხვაა და ინსტრუმენტებიც გამრაველფეროვნებულია. თვით ომიც კი, აღარაა ძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სურათი ერთგვარად ისტორიულია - ისევ სქილასა და ქარიბდას შორის ვართ. ზურგში? სურთი არც აქ შეცვლილა - ჩვენი წაქცევის მოლოდინში გარინდულები, ისევ იქ გახლავან და ჩვენშიც, არაფერშია თანხმობა.
Comentarios