top of page

შალAვა

სათაურს, ნურავინ გაიკვირვებს - ამ „პანდორას ყუთს“ თავი სწორედ ნათელაშვილმა ახსნა და თუ ჰგონია, მისი ლექსიკური მარაგი მიუწვდომელი პიკია, შემოულაწუნოს გუგავამ, გამოაფხიზლოს. ამერიკული სამხედრო ბაზის მოთხოვნამ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ - ეს ახლა მის კონკრეტულ ამოცანებს დასჭირდა ამის ერთჯერადად გახმოვანება, თორემ ყველას გახსოვთ შალვა ნათელაშვილი, როგორც ტიპაჟი. ამიტომ, სულ ოდნავ გადავახვიოთ:

ჯერ იყო და, თბილისის საკრებულო ანდო დედაქალაქის მოსახლეობამ და ეგ როგორ მოიქცა?

ადგილი დაუთმო სხვა ძალას, რათა ოპოზიციაში ეყეფა და თან ისე, რომ ქარავანსაც ევლო. ბევრი ამბობს, რომ მაშინ, მან ფული აიღო, გაყიდა ხალხის ნდობა და ამის ნათელაშვილიზე დაჯერება, არაა რთული, მაგრამ აქ, ყველას ავიწყდება სხვა ფაქტორი, რომელიც, ასევე, უთუოდ მიიღეს მხედველობაში: სად ჰქონდა (ან ახლა სად აქვს) ნათელაშვილის „პარტიას“ იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს ჩასდგომოდა სათავაში?

მერე იყო და, ხალხმა ჩათვალა, რომ ეს პოლიტიკური ძალა მის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში უნდა იცავდეს და ეგ როგორ მოიქცა?

მანდატების დაქუცმაცებას, როგორც საპროტესტო აქტს, კიდევ გაიგებდა კაცი, მაგრამ ამათმა მანდატები მაკრატლით დააქუცმაცეს და მთელი 4 წელი სადეპუტატო ხელფას გვწოვდნენ ჯიბიდან. მსგავსი მაგალითები ბლომადაა. მოკლედ, პოლიტიკური დახლიდარია და სანამ მოთხოვნაა, ესეც ყიდის. გაიხსენეთ ეს პრეკონფერენცია. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება ასე იწყებოდა

საინტერესოა, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეს სახელმწიფო მოღვაწე ჰგონია?

ახლავე შეგვიძლია ვთქვათ: საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საზოგადოებას ახალი სახეებით დაკომპლექტებულ სიას შესთავაზებს, მოულოდნელად მაღალ მაჩვენებელს დადებს. ეს დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის „კანიოკია“, მაგრამ არც სხვა ჩამორჩება, აი ნახავთ. დიახ ახალი სახეები, რადგან ადრე ჩვენთან პროგრამას არავინ კითხულობდა და საარჩევნო სუბიექტებმაც, ყოველ შემთვევაში უმეტესობამ, ფეხი აგვიწყვეს - უპროგრამოდ დაიწყეს ოპერირება და თავადაც ძალიან აწყობდათ: კაი, ცოტას გადაიხდიდნენ და სხვას დააწერინებდნენ, მაგრამ წაკითხვით, ერთხელ მაინც ხომ უნდა წაეკითხათ?..

ხოდა, ეშველათ!

და იდეებისა თუ შეხედულებების კონკრეტულ პიროვნებებში ჩაკვეხებას მიჰყვეს ხელი, როგორც პრაქტიკას.

ისევე, როგორც ოპერირებდა თავად ამომრჩეველი, რომელიც, ვთქვათ, რახან ვიღაცის სიის ათეულში ესაა და ესაა, ასე მსჯელობდა და მსჯელობს: კაი ხალხია, ამათ კაი საქართველო უნდათ.. და ა. შ. ნუ, მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარი განაპირობებს და სურათი, როგორც წესი, სავსებით ლოგიკურად ლაგდება. „ოცნებას“ კიდევ რა უჭირს, ფული აქვს და „საქონლის“ რიგიც ჩამოუდგება, თუ კი უკვე არ უდგას - სხვა საქმეა თუ რა ხარისხი იქნება წარმოდგენილი..

მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნებში წარდგენილი კანდიდატით თუ ვიმსჯელებთ, ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ. ნუ, არ ვიცი „ნაციონალები“ სად გამონახავანე რესურს, მაგრამ პარტია ძლიერია და ეს მხოლოდ რიცხვებში არაა გამოხატული. ვნახოთ - მიმაჩნია, რომ მათთვის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ეს ბოლო შანსია და მალე გამოჩნდება, აცნობიერებენ თუ არა. ვის შემოგვთავაზებს ბურჯანაძე, ან იგივე ინაშვილი.. წარმოდგენა არ მაქვს და, საერთოდ, ვერ ვხედავ მცირე მინიშნებასაც კი იმისა, რომ მათ საამისო რესურსი გააჩნიათ. ეს „კარგოა“, რომელსაც შეზიდავენ. ცხადია, ახლა „ახალ სახეთა“ რაიმე ტრიუმფალურ გამარჯვებაზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ ვიგინდარებს, როგორც ვთქვათ შალვა ნათელაშვილია, ჩანს უკვე უგრძვნიათ საშიშროება და ამიტომაცაა, რომ იყეფებიან ავი ძაღლივით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არც თავად ჭამს და სხვასაც, არ აცლის. ალბათ გახსოვთ, რომ ბლოგის მესამე სეზონის დაწყება საპრეზიდენტო-საარჩევნო ბატალიებს დაემთხვა. მაშინ ვწერდი, რომ ნათელაშვილი გადაშენების პირას მყოფი პოლიტიკური მამონტია და რომ ის გუშინდელ საქართველოს განასახიერებს და მისი დრო ამოიწურა.

შემდგომმა მოვლენებმა მაფიქრებინა, რომ იმ დასკვნაში ავჩქარდი და მეტადრე მაშინ, როდესაც რიგ საკითზებთან დაკავშირებით სწოპრი პოზიცია დაიკავა, მაგრამ საბოლოოდ, ნათელაშვილი ვერ დაუძვრა იმ მანტიას, რომელიც თავადვე შემოიქსოვა. ჩვენ შეგვეძლო ამისთვის განდიდების მანია დაგვერქვა, მაგრამ გარწმუნებთ - ეს როლია. საფეხბურთო ტერმინოლოგიით, ამას „ჩამშლელი“ ეწოდება. ვინმეს ნათელაშვილი გულანთებული მამულიშვილი ხომ არ გგონიათ? მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პროკურატურაში პარტიული ხაზით მუშაობდა. მერე, სახელის მოხვეჭა (გნებავთ, ლეგენდის შექმნა) „იმელის“ პარლამენტში დაიწყო.. თავისთვად ეს, ბევრი ვერაფერი არგუმენტია, რომ ამაზე დაყრდნობით რუსეთის კაცობა დავწამოთ, მაგრამ სხვაც ხომ გვახსოვს და არა ერთი რამ, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან? და ვინ ხართ კიდევ ისეთი გულუბრყვილო, რომ თვლით, თითქოს ივანიშვილმა ნულოვანი ბარიერი მხოლოდ თავისთვის გაიმზადა. ივანიშვილი - ბურჯანაძე - ინაშვილი.. ნათელაშვილი მიამატეთ. ჯორჯ ორველმა ბრძანა: „ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ უიღბლოთ, ქურდბაცაცებს, მოღალატეთა და თაღლითებს, არ წარმოადგენენ მათ მსხვერპლს. ისინი თანამონაწილენი გახლავან.“


P. S. გუშინ გთხოვეთ და დღესაც, გეხვეწებით: აღარ მკითხოთ, რა მაყვირებს!!!

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page