„შალვა-კუკარელა“
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 2, 2018
- 3 min read
ვისაც პირველწყაროდან არ შეგიტყვიათ, რამიშვილისგან მაინც შეიყტობდით ამ ყოვლად „სამაგალითო“ აქტის შესახებ. იმის შესახებ, რომ თურმე პოლონეთი რუსეთთან გამუდმებულ ომშია და რეებზეა თურმე წამსვლელი ეგ ყოჩთა ყოჩი და ფალავანთა ფალავანი. ჩვენ კი არ გვგავს, რუსეთის გამოცდილ კადრს პრეზიდენტად რომ ვირჩევთო.

საქმე ის გახლავთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ე. წ. „წმენდა“ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. დღემდე, სამინისტორს ასზე მეტი მაღალჩინოსანი შეცვალეს, ხუთასამდე ახალი კადრი მიიღეს და მალე, 80-ზე მეტ ქვეყანაში, ელეჩებსაც გამოცვლიან. ყველაფერი საბჭოთა წარსულთან და მის გადმონაშთებთან ბრძოლას უკავშირდება. “ეს წარმოადგენს რეკომენდაციას საჯარო სამსახურებში და ნორმალური მოვლენაა ევროპულ ინსტიტუციებში,” - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, #იაცეკჩაპუტოვიჩმა დააკონკრეტა, სამსახურიდან გაუშვებენ იმათაც კი, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.
ასეთ კაცს, საქართველოში პრეზიდენტად ვირჩევთ, გაგონილაო? მაგრამ არის კი ამ სასწავლებლის დამთავრება კომპრომატი? ცხადია ეს „სუკ“-ის მანდატი არ გახლავთ, მაგრამ საეჭვო გარემოებად ნამდვილად ითვლება. თუმცა ამ „სტატუსს“ ჯერ ვერ გაცდა და მეეჭვება გასცდეს. გავიხსენოთ ის წლები, ვინც მაშინ, შესაძლოა, ჩემსავით ათიოდ წლის იყო, მაგრამ ზოგად მეხსიერებაში, არ აქვს მნიშვნელობა +/- 2-3 წელს - საერთო ვითარება აღბეჭდილი და ჩაბეჭდილია. მაშინ, ეს იყო მოცემულობა - როდესაც დანარჩენი სამყაროსგან რკინის ფარდით იყავი მოწყვეტილი და დასავლური დიდი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, მხოლოდ სხვა და სხვა ტექსტებიდან თუ შეიტყობდი, ისღა დაგრჩენოდა, თუ, ცხადია, მეტ-ნაკლებად ადამიანური ცხოვრებისკენ სწრაფვა გქონდა, საბჭოეთის პრესტიჟული სასწავლებლებისკენ აგეღო გეზი. ცხადია, ისინი არ იყო საყოველთაო. ცხადია, საჭირო იყო კავშირები. ან ქრთამი. ცხადია, იქ სწავლა რიგ სტრუტურებთან მჭიდრო ურთიერთობებს გულისხმობდა, მაგრამ გულისხმობდა თუ არა ის უთუოდ სამშობლოსგან დაცლას და იმპერიის ბრმა მსახურად ქცევას მაშინ, და ნიშნავს თუ არა ამ სამსახურში უთუო ყოფნას ეს დღესაც, როდესაც ამის ყველა ვალდებულება, საჯაროდ მაინც, უარყოფილია?
ცხადია, არა. თუმცა, არც ეს ზემოხსენებული საჯაროდ უარყოფა იძლევა უტყუარ გარანტიას იმისა, რომ ვაშაძის ძველი კავშირები აღარაა მოქმედებაში და ამდენად, ის დიდი სპეცოპერაციის მთავარი აქტორი და ფიგურანტიც ვერ იქნება
ერთი სიტყვით, როგორც ითქვა, ესაა საეჭვო გარემოება, თუმცა დღემდე დაუდასტურებელი, რაც, ფაქტბრივად, ცრუ ბრალდებას უტოლდება. ვაშაძე არაა ვალდებული ამტკიცოს საწინააღმდეგო. შესაძლოა პოლონეთშიც ასე თვლიან, მაგრამ ჩვენგან განსხავვებით, ათჯერ ჩვენზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას არ უჩივიან და არც პროფესიონალთა შორის პატრიოტიზმია გასაღვივებელი. ასეა თუ ისე, შეეძლოთ და დაიზღიეს თავი.და მართლაც, სიფრთხილეს, თავი არ სტკივა და აქ, საქართველოში მაინც, ეს ახსოვთ. სხვას, ვთქვათ მოქალაქეთა 40%-ს თუ არა, შალვა რამიშვილს მაინც. ასევე, მასსავით საშოვარს გამოკიდებული სხვა მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად მანიპულაციებისა, ის მეორე 40%-ც ნაღდად არა არის. სხვათა შორის, ჟანრის წესების თანახმად, ახლა, როდესაც უკვე აღმოაჩინა, რომ „ფინიტა ლა ბიძინა“, შალვა ახალ აქტს უნდა ამზადებდეს, რომელსაც, პირობითად, შეგვიძლია ვუწოდოთ „თასმებს ვიკრავდი და... ვეღარ დაგეწიეთ“. მაგრამ აბა სად შალვა და სად წესები - ჟანრის იქნება თუ ურთიერთობათა.
მოკლედ, ჯერჯერობით მაინც, მიზანსცენა იგივე უნდა შენარჩუნდეს. და თავდადებული პროპაგანდისტის ის მისი გრიმიც, ჯერ კიდევ არაა ჩამოსაბანი. თანაც, სხვა რა დარჩენია - შესაძლოა უმუშევრად დარჩეს და მისნაერი გუნების, ბუნებისა და „ხელობის“ ადამიანისთვის, ეს გილიოტინაა!
შალვას კოკამ წყალი უკვე ბევრჯერ მოიტანა და ერთხელაც, კოკა წყალს აღარ მოიტანს, თუ კი შალვა წყაროსთან სიარულს განაგძობს. ანუ, ეგებ ეს მისი ვაბანკიცაა და გაბრძოლებაც, თუმცა, ვინაიდან მისი სვლები მხოლოდ მერკანტილური საწყისიდან იკვებება, მკვდრად შობილი და უპერსპექტივონი გახლავან. მესმის იდეის სამსახურში ყოფილიყო... რა მაგის პასუხია და, ალბათ ბევრს გახსოვთ ის დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი სწორედ იგი გახლდათ. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ იმ პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი 2014 წლის 2 თებერვალს გავრცელებულმა პოზიციამ, ლამის მისადმი მყარად ჩამოყალიბებული დამოკიდებულების რევიზიაც კი გამოიწვია. საქმე უკავშირდება უკრაინში დაღუპულ ქართველ კაცს. მან ასეთი რამ თქვა: „ კიევში დაიღუპა "თავისუფალი ზონის" აქტივისტი დათო ყიფიანი. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ოპონენტის პოლიტიკური შეხედულებები, სიკვდილი რაღაც იდეისათვის, პატივისცემას იმსახურებს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს" (აქ) ეს არ ყოფილა ოფიციალური განცხადება - ეს მის facebook-ზე გამოქვეყნდა და ამდენად, მის პირად პოზიციად ითვლება. სწორედ ეს ფაქტორი იყო, რამაც დამაფიქრა. სიმართლე გითხრათ, სადღაც სინანულმაც შემიპყრო და ჩავთვალე, რომ ასეთ ღირსეულ განცხადებას, შემთხვევით ვერ აკეთებენ და მე მისი პოლიტიკური შეხედულებებისადმი სრული მიუღებლობა მაბრმავედა. მაგრამ მერე გამახსენდა ათჯერ მეტი რამ, რაც სრულიად საპირისპიროს მანიშნებელი იყო. და, პრინციპში მას მერეც, მან არა ერთხელ დაადასტურა, რომ ადრეული შთაბეჭდილება სავსებით რეალისტური გახლდათ. საბოლოო ჯამში, შორს არაა ის დრო, როდესაც ყველა და მათ შორის თავად იგიც, მიხვდება: იმ როლმა, რომელიც მას დღევანდელ საქართველოში აქვს, ზიანი მხოლოდ მას მიაყენა. სწორედ მხოლოდ მას, ვინაიდან ქართული საზოგადოება მასსა და მის ნამოქმედარს გრიპივით მოიხდის, ხოლო თავად რამიშვილის რენომე, რეპუტაცია და იმიჯი, სამუდამოდ დარჩება „შალვა კუკარელად“
ეს კი, არც ისე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი კაცისთვის, რომელსაც სამშობლო და სამშობლოს სამსახურში კვალის დატოვება კი არ უღირს ცხოვრებად, ცხოვრება იმად არ უღირს, რომ ამგვარზე „დაწვრილმანდეს“.
Comments