top of page

შეილოკი ლირს ითამაშებს

Updated: Feb 14, 2019

შექსპირის უკვდავი პოემის ეკრანიზაციას ბრიტანელები გეგმავენ. ალ პაჩინოსთვის ეს დიდი გამოწვევაა. ცხადია, მას თავისი მაღალი საშემსრულებლობო ოსტატობა დასამტკიცებელი არ აქვს, მაგრამ როლი, მართლაც განსაკუთრებულია - კრიტიკოსთა აზრით, ეს ყველა დიდი მსახიობის სანატრელი საეკრანო სახეა.

ree

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმსაც ის გუნდი გადაიღებს, ვინც ალ პაჩინოს მიერ შერულებული შეილოკით, „ვენეციელი ვაჭარის“ ეკრანიზაცია განახორციელა. კრიტიკოსებმა ამ ფილმს „ლამაზი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ მისი დაფინანსება, მნიშვნელოვნად აღემატებოდა შეკსპირის ეკრანიზაციისათვის დამკვიდრებულ „ნიხრს“. „მეფე ლირის“ გადაღებების დაწყება მალე იგეგმება. „ადრე გვქონდა ყველაფერი, გარდა თარიღისა. ახლა, როდესაც ესეც გაირკვა, ძალების დიდ მოზღავავებას ვგრძნობთ. იმედია, რაღაც ეპოქალურს ვაკეთებთ“. - აცხადებენ გადამღებ ჯგუფში და იქვე დასძენენ: „ლირი და ის სამყარო, ტრადიციულად, ყველას წარმოდგენილი აქვს შუასაუკუნოვან გარემოსა და უხეშ სამოსში. არადა, პოემას არ აქვს ეპოქა - დროის თვალსაზრისით, ის უნივერსალურია. ჩვენი მიზანია, ის თანამედროვე მაყურებლისთვის ცნობადი გავხადოთ“.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page