top of page

შენ მიდი და ჩვენ, მოვდივართ!

რაღაც განსაკუთრებულის განცდა გვაქვს, ხო? რატომღაც არასოდეს ვყოფილვარ ასე დარწმუნებლი - მაშინაც კი, როდესაც ჯგუფი ბევრად იოლი იყო. მარტს ჩვენი ფეხბურთი დააგვირგვინებს. უნიკალური ვითარებაა: ყველაზე სკეპტიკურთა შორისაც კი, უკვე აღარ და ვეღარ იმალება იმედი იმისა, რომ აი, ამჯერად ნამდვილად მივაღწევთ მიზანს და შესარჩევ ტურნის, კონკრეტული ამოცანისათვის ე. წ. თავის დადგმით ჩავამთავრებთ.

დღევანდელი ეპოქა და მოცემულობა მაინც ასეთია - იგებს ის, ვინც მეტს უტევს. ეს დაადასტურეს "იუვენტუსმა", "აიაქსმა", "მანჩესტერ სიტიმ"... მე მხოლოდ ჩემს აზრს ვიტყვი: ამ შემადგენლობით ჩვენ უკეთესად გამოგვდის შეტევა და უნდა შევუტიოთ.

ეს სიტყვები ბატონ რევაზ ძოძუაშვილს ეკუთვნის - „ლელოს“ განუცხადა.

შესაძლოა, ეს რწმენა იმითაცაა განპირობებული, რომ გარანტირებულად თუ არა, მაღალი ალბათობით მაინც, გვაქვს შანსი სხვა, მანამდე მიმდინარე ტურნირში მიღწეულმა შედეგმა „დაგვაბინაოს“ - თბილისში გასამართ ნახევარფინალში, ბელორუსს ალბათ თმებით ვითრევთ. ანუ, ფსიქოლოგიური წნეხი, თუ კი ის ამჟამინდელი რთული ჯგუფის გამო შესაძლოა წარმოქმნილიყო, აღარ უნდა შეინიშნებოდეს, თუმცა ამას კომპლექსური მიზეზი აქვს და არა მხოლოდ ის, რაც დასახელდა. იგივე ის ზემოხსენებული ტურნირი გავიხსენოთ - ცოტა გაშვებული გოლი, ბევრი გატანილი... პირველი ადგილი... - ხშირი შემთხვევაა? კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა კონკრეტულ ციფრებში გამოხატული შედეგისა, ვლადიმერ ვაისს აქვს სხვა და ეგებ ბევრად უფრო მნიშველოვანი მიღწევა - მას გუნდი ჰყავს. დიახ, გუნდი და არა ნიჭიერი, ამბიციური ახალგაზრდებით დაკომპლექტებული „სასტავი“.

არ ვიცი, შეუტევს ვაისი თუ კონტრშეტევებზე აგებულ ტაქტიკას აირჩევს, მაგრამ საბოლოოდ, მე თუ მკითხავთ, საქმეს მაინც გააკეთებს არა მხოლოდ ტაქტიკა ან შერჩეული შემადგენლობა, არამედ განწყობა - და აქ უკვე ჩვენი ჯერია, ვინაიდან თავად ბიჭებს, მოტივაცია არ აკლიათ - მათ აკლიათ განცდა, რომ მათი ჯერათ და ეიმდებათ. არა მწვრთნელს, თანაგუნდელს ან საფეხბურთო საქმის მესვეურს, არამედ ხალხს, რომლის წიაღიდანაც თავად გახლავან და რომლის სიყვარულიც, სრულიად განსაკუთრებულია - როგორც მზაობასა და მის გამოხატულებაში, ასევე მშობლისეულ წყენაშიც.

დანო და ძმანო, გაითალისწინეთ, რომ ეს ხალხი თავისუფალ საქართველოში დაიბადა! გვჯობიან!

მოტივაციაზეც უნდა მოგახსნოთ, ორიოდ სიტყვა. თუ კი ვინმეს მიაჩნია, რომ „წითელ-თეთრი ლეგიონის“ მამოძრავებელი, მხოლოდ კონკრეტული სპორტული ამოცანაა, ღრმად ცდება. მე ვთვლი, რომ ქართულმა ფეხბურთმა, როგორც იქნა და იგრძნო: კი, ის კვლავაც უყართ, მას კვლავაც ქომაგობენ, მაგრამ შანსი, რომ ქართველობამ საფეხბურთო ერის „თიკუნი“ დაიბრუნოს, მცირდება - ბავშვები შედიან სხვა სპორტზე, ხალხის კუმირებმა, სხვა სახეობებში ჰპოვეს ადგილი და..

1981 წლის შედეგები აღარვის ყოფნის, ვინაიდან ის, ვინც მაშინ მოზარდები გახლდით, დღეს ზრდასრული შვილების მშობლები ვართ და ისინიც, გვარიანად დაიღალენ დაბალი ხარისხის ვიდეორგოლების ცქერით, სადაც მხოლოდ ჩრდილიღა გამოსჭვივის იმისა, რაც არ გვასვენებს.

ის შემდგომი თაობაც, რომელიც იყო... და ეპოქაც, რომელსაც, პირობითად, „ქინქლაძე-არველაძე“ შეგვიძლია დავარქვათ.. - ისეც კი, უკვე წინა საუკუნეა და გამოდის, რომ ყრმანი, რომლებიც ქართული ფეხბურთის რეინკარნაციის მოლოდინში დაკაცდნენ, დღეს თუ არა ხვალ, შვილებს იმავე კადრების ცქერით ჩაუსახავენ იმედს.. საუკეთესო შემთხვევაში. არადა, მაგალითები იმისა, რომ ქართველი კვლავაც მობურთალობს, ინდივიდუალურ „ზომაში“ უხვად გვაქვს.

ისე, მოცლილი უნდა იყო კაცი, რომ რაგბისა და ფეხბურთის მსგავსება-განსხვავებებზე წერო - ეს უკვე ძალიან დიდი ხანია გაირკვა, მაგრამ ერთი კი, უთუოდ უნდა ითქვას - კონკრეტულად ჩვენთვის, ქართველობისთვის, ამ ორ დიდებულ სპორტს შორის ძაფია გაბმული. სხვა ერების შესახებ ვერ გეტყვით - სად აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ცხოვრებით, არსად მიცხოვრია და ამდენად, პირად დაკვირვებაზე დაყრდნობით, რაღაც გენეტიკურ რეცეპტორებზე ვერაფერს მოგახსენებთ. საკუთართან დაკავშირებით კი მაქვს მოსაზრება და ვიცი, აქ მარტო არ ვარ. სპორტი, თუ კი ფრიად ზერელედ აღვწერთ, საბოლოოდ, სხვა არა გახლავთ რა, თუ არა დემონსტრაცია ერის (და სახელმწიფოს) წარსულისა, სარკე დღევანდელობისა და „ფორმა“ სამომავლო განაცხადისა.

და ჩვენ გვიყვარს სპორტი და მივდევთ მას არა იმიტომ, რომ ვთქვათ ეს თანამედროვეობაა ამგვარი, არამედ იმიტომაც, რომ წარსული გახლდათ საბრძოლო, გასატანი, გასატეხი, გარდასატეხი.. აწმყოა ლამის ბუნებრივი - ბრძოლა, დგომა და არწაქცევა. და მომავალი - ისეთივე სახტადდამტოვებელი, როგორიც ოქრიაშვილის „ცეკვა“ ბელორუსთან.

რთული ვქეწყობილების გარეშე და მოკლედ:

თუ კი რაგბიში ქართველი თავისი წარსულის იმ ანარეკლს ხედავს, სადაც ხარ ხარი ხართაშორის და მგელზე უფრო მგელი და რაც სავსებით სამართლიანად ესოდენ გვეამაყება, ფეხბურთში ქართველი ხედავს თავის თავს მებრძოლ არტისტად, თაზეხელაღებულ დუელიანტად, შფოთისთვად... „ცელქი, მაგრამ ნიჭიერი“ - ეს მისთვის, ბუნებრივ მდგომარეობაა და თუ კი ოსტატურად გაჭრილი ხაზი, ან შელეწილი დაცვა და მეტოქინად ჩათვლის მოედანში შეტანილი ლელო „ვუმტვრიე საკლიტულებია“, ოსტატური ფინტი, მახვილგონივრლი პასი და გოლი, უკვე დაფთაფი, ბუკი და ნაღარაა... და დაუკარით „ფიცხელ ომში“.

რაღაც განსაკუთრებულის განცდა გვაქვს, ხო? რატომღაც არასოდეს ვყოფილვარ ასე დარწმუნებლი - მაშინაც კი, როდესაც ჯგუფი ბევრად იოლი იყო. ბიჭები გველიან - მათ ძალიან, ძალიან სურთ კიდევ ერთელ გვაჩვენონ, რომ ესმით ჩვენი და მეტიც - თავადაც აქ დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ. ირლანდია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გიბრალტარს ხვდება, მხოლოდ ჩვეზე საუბრობს. უხარიათ, რომ „ქართველი ვუნდერკინდი“ ჩაკვეტაძე უქმოს. ეიმედებათ შვეიცარიელების, მათთან და მგზავრობაში დახარჯული ენეგიის.. მოკლედ რა - ეროვნულზე საბრძოლო წვევაა - გამოცხადდით!


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page