„შტაბობანა“
- კოტე ნიშნიანიძე
- Oct 31, 2018
- 1 min read
Updated: Feb 8, 2019
რა ვერ გავიგე იცით?
„ბრუნდებიან!“ - განაგშის ზარს შემოჰკრეს ზოგიერთებმა და რაღაც „შტაბობანას“ თამაში დაიწყეს, რომ ეს არ დაუშვან.

ახლა, აქ არ აქვს მნიშვნელობა ჩემს, ან რომელიმე თქვენგანის, პოზიციას. უბრალოდ მაინტერესებს:
კაცო, აი ადგნენ და თავისით ბრუნდებიან? თუ ხალხის გადაწყვეტილებაა ამგვარი? აჰ, არ დაუშვებთ ხალხმა თავისი გაიტანოს? სცადეთ, ნება თქვენია!
მაგრამ ეს ყველაფერი, რაც საქართველოს გადარჩენის მანტიით შემოსეთ, საკუთარი ტყავის გადარჩენას უფრო რომ წააგავს?
კონკრეტულად ამ ქალბატონს რაც შეეხება...
ისევე, როგორც თქვენ, მეც ბევრი რამ მსმენია და მათ შორის არც თუ სახარბიელო, მაგრამ ეგრე, ყველას ყველაზე ყველაფერი გვსმენია ამ ქვეყანაში - საკუთარ თავზეც კი. ასე რომ მოარულ ხმებს იოლად არ ვიჯერებ, მაგრამ ერთს ვიტყვი: აი როგორც ტიპაჟი - მენტალობით, ლექსიკით, ტერმინოლოგიით, აზროვნებითი ნაკადებით, ასოციაციებით.. ხაზგასმით მსურს გავიმეორეო: აქ არ იგულისხმება მისი ადამიანური ან გარეგნული მაჩვენებლები, ვინაიდან ამ ადამიანს არ ვიცნობ და მის თვისებებზე, ვერაფერს გეტყვით, ფიზიკური მაჩვენებლები კი, ჩემი საქმე არ გახლავთ და არც საჯარო სივრცეში კაცის მხრიდან ამაზე საუბარი მგონია, კაი მოყმის საქციელი. ასე რომ, მხოლოდ ჩამოთვლილ და მათ მსგავს „ელემენტებს“ ვგულისხმობ... და მათზე დაყრდნობით, მგონია, რომ ეს მოქალაქე მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და საქვეყნო ინტერესები, რეალურად, მისთვის და ამ ტიპაჟის სხვა ადამიანთათვის, რომელიღაც მომდევნო საკითხია.
Comments