ჩვენი ინგუში ძმანი
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 31, 2019
- 2 min read
დიდი კაციც და პატარა კაციც - ორივე ადამიანია.
ინგუშიც კავკასიელია, ჩერქეზიცა და ჩეჩენიც და ზემოთ მოხმობილი „ფორმულით“, დღეს „რუსეთის კავკასიაში“ პატარა კაცების დრო დგას.
ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ყველაზე დიდს კავკასიაში, ჯერაც არ გახსენებია და ვერ გაუცნობიერებია ვინ და რა არის და რისთვის იღვაწოს.
ამას სწორედ იმავე რუსეთისგან ეწყობა ხელი და, რაც ყველაზე ნიშნადობლივია, ის ამას აკეთებს არა ისეთი ხალხით, როგორსაც, როგორც წესი, ასეთ დროს ეყრდნობა ხოლმე, არამედ, პრაქტიკულად, იმავე ხალხით.

ქართული-ინგუშური ურთიერთობების შესახებ, ბევრი ითქვა და დაიწერა - ყველამ ვიცით თუ რანი ვართ ერთურთისთვის.
დღეს ამ ხალხის საბოლოო „გახედვნის“ სურათს ვუცქერთ და ამის მიზეზიც, ჩვენი მოძმე ინგუშების ქართველებისადმი და საქართველს სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაა. დააკვირდით - რუსეთი ხალხს, რომელმაც ქართველის სისხლი არა და არ დაღვარა, ებრძვის ხალხით, რომელმაც სახელი და მდგომარეობა მოიპოვა ქართველთა ხოცვით და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით. სულ უფრო მწვავდება ვითარება - ინგუშებს ისე აართვეს მიწები, რათა ის ჩეჩნეთისთვის გადაეცათ, რომ არაფერი ჰკითხეს. დაყავი და იბატონე ნაცადია და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რუსეთი და საერთოდ რუსი მოევლინებოდა სამყაროს, მაგრამ აქ მეტად დიდი ჩანაფიქრია. წარმატებული საქართველო, რუსეული კავკიის დასასრულია, ხოლო ეს დასასრული სწორედ ინგუშეთსა და ჩერქეზეთში დაიწყება. ამიტომ, უნდა მოისპოს საქარველს წარმატება და ვიდრე ეს ასეა, მანამდე „ყველას უნდა მიეჩინოს ადგილი“. ამ რამდენიმე ხნის წინ, ინგუშურ ომონს იარაღი აჰყარეს, რადგან ის არ დაუპირისპირდა საკთარ ხალხს, რომლის წიაღიდანაცაა. ამ სამუშაოს მუშტარს იშოვნიან, იმავე კადირვის დამქაშებში, მაგრამ ეს ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ერთი ტყვიის გავარდაც კი, დიდ კავკასიურ ომს ნიშნავს. მე არ ვიცი როდის იქნბა ეს ან იქნება თ არა ოდესმე, მაგრამ თუ კი ეს მაინც მოხდა, საქართველო განზე ვერ გადგება. და აქ სრულიად უმნიშვნელოა ის, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში - ლტოლვილი წამოვა იქით, სადაც სითბო და ყურადღება ეგულება. მებრძოლიც მშვიდად იქნება მაშინ, თუ კი ოჯხი ძმასთან ეყოლება შენახული. ეს საერთაშორისო ვალდებულებაა და ამას ვერც ერთ ვარიანტში ავცდებით, მაგრამ ამ საერთაშორისო ვადებულებასთან ერთად, იმ ოდინდელ ძმობსთან ერთად არსებობს კიდევ საქართველოს ეროვნული ინტერესიც. რუსეთის დაშლა და კავკასიის თბილისის ირგვლივ გაერთიანება, ეს საქარველოს უდიდესი სტრატეგიული მიზანია.
მეტი ინფორმაციის თვის, მიჰყევით ბმულს.
Comentarios