ჩუგოშვილის „ბლინდაჟი“
- კოტე ნიშნიანიძე
- May 1, 2019
- 1 min read
Updated: May 3, 2019
„წყლის ნაყვის“ ფრონტზე ახალი შეტევაა - სანგრებში ლამის აღარავინ დარჩა. არაკომეპტენტურობა ალესილია, ხოლო უტიფრობა, საჭიროების სიდიადითაა გადაფარული.
ის, თუ რას და კერძოდ რა მეთოდოლოგიით გაუხსნეს „ფრონტი“, იოლი ამოსაცნობია.
ჩუგოშვილი კი, აქ მხოლოდ ერთი „ბლინდაჟია“, რომელიც უნდა აიღონ.

მაგრამ ამ „საცეცხლე წერტილებზე“ „პირტიტველა ბიჭების“ მიშვება და შეხოცვა? თუმცა, ეს ხომ „წყლის წაყვის ფრონტია“ - მოსულა.
ადრეც მითქვამს, და არა მხოლოდ მე - ჟურნალისტიკაშიც, სამწუხაროდ, ის ვითარებაა, რაც სხვა პროფესიულ მიმართულებებში - უძაღლო ქვეყანაში, კატები ყეფენ. მიზეზ-შედეგობრივი ძიებანი ახლა აუდგილოა - ახლაც კი, როდესაც საუბარი წყლის ნაყვაზეა.
ჩვენ ორი დღეა ვადვნებთ თვალყურს მცდელობებს, რომ კონკრეტულ ვითარებაში და სიტუაციაში, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, რომელიც არის „მოთამაშე“ მკვეთრად გამოხატული გუნდის გარეშე, რაღაცაში ჩართონ. ნუ იტყვით, რომ ის ცალსახად კობახიძის ბანაკშია. შესაძლოა მას მალე სულ სხვა და მეტად საპასუხისმგებლო როლის თამაში მოუწიოს - უკობახიძობა ეწოდება მაგ დროს, თუ ჩამოდგა ოდესმე - ამ პარლამენტში. აი, აქ უკვე ის მომენტი დგება რა, ზღაპრული: სად იყო და სად არა..
ისე, მართლა.. რატომ უნდა უპასუხოს შეკითხვას აღმასრულებელი ხელისუფლების ნაცვლად, საკანონმდებლომ? - ეს ერთი უბედურებაა. მეორე ისაა, რომ რატომღაც, თუ კი მაინც და მაინც პარლამენტშია პასუხი საძებარი, შესაბამისი კომიტეტის უფროსობას კი არა ჰკითხეს, ან რიგით წევრს მაინც, რაც კიდევ ახლო იქნებოდა მაინც ლოგიკასთან, არამედ ჩუგოშვილს, რომელსაც მაღალი სტატუსი აქვს და მისთვის ამ შეკითხვით მიმართვა, შეიძლება არა ერთ, არამედ ორ მწვავე პრობლემას ავლენდეს. არ ვიცი, ეგებ მოეხსენება კიდეც იმ გოგონას, მიკროფონი რომ მოუმარჯვია, რომ საკანონმდებლო ხელისუუფლება მხოლოდ შტოთაგანია - ისევე, როგორც აღმასრულებელი. და აღმასრულებლის ზედამხედველობა ჰკიდია კიდეც წელზე, ხმლად. ხოლო მთავრობას ზედ თავზე - დამოკლეს მახვილივით, მაგრამ ერთ კონკრეტულ სიტუაციაზე პასუხების პარლამენტის ვიცესპიკერთნ ჯიუტად და გააფთრებით ძებნა იმასაც მიუთითებს, რომ მონადირესავით ჩასაფრებულხარ (თუ ჩაუსაფრებიხართ) და ელი ნებისმიერ ნახევარსიტყვასაც კი, რომ მერე დაპირისპირებაზე აყაყანდე.
Comments