ჩორჩანა, წნელისის გამო
- კოტე ნიშნიანიძე
- Sep 9, 2019
- 1 min read
წნელისის ამბების გამო, ერთგვარად, კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა, რადგან ავი თუ კარგი, მაინც, სახელმწიფო დავინახეთ - მოწონება ხვდა, როგორც ცალკეული სტრუქტურების ქმედებას საგუშაგოს „გაჩენამდე“, ასევე, მის გამო ატეხილი აურზაურის მიმდინარეობისას.
საბოლოოდ, სეპარატისტების ულტიმატუმი ფუჭი აღმოჩნდა და თითქოს ყველაფერი დამშვიდდა - ისღა დაგვრჩენოდა, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჭობილი დროშის გამო გვეღადავა. როგორც გვჩვევია, ამბავი დასრულებულად, ინციდენტი ამოწურულად მივიჩნიეთ და ახლა უკვე მთელი ძალით გადავეშვით თბილისში მიმდინარე ამბებში.
ამასობაში კი, როგორც ჩანს, წნელისის ამ „ოპერაციიდან“ იმაზე ნაკლები სარგებელი ვნახეთ, ვიდრე წარმოგვედგინა და გაცილებით მეტი პრობლემა შეგვიქმნა, ვიდრე რეალურად (და არა თეორიულად), ჩვენს წინაშე იდგა და გააქტიურებასღა ელოდა.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებით, პრობლემები ჩვენვე შეგვექმნა, ხოლო ცხინვალში მოკალათებულ კრიმინალებს, ხელ-ფეხი გაეხსნათ, რათა უფრო მეტი მონდომებით ეკეთებინათ თავიანთი ბოსების მიერ შეკვეთილი შავ-ბნელი საქმენი.
ამ ინფორმაციას facebook-ით სამოქალაქო ატივისტი, დავით გაცარა ავრცელებს.
საყურადღებოა, რომ სეპარატისტების ე. წ. პარლამენტმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა მოთხოვნით, რათა მას „რესპუბლიკის საზღვრების“ ხელშეუხებლობა უზრუნველეყო. ეს, სულ ცოტა, იმას, ნიშნავს, რომ ღმერთმა არ ქმნას და, ინციდენტის შემთხვევაში, მეორე მხრიდან არა ბანდიტი, არამედ ოკუპანტი იდგება. მოგეხსენებათ, იმ ფიქტიური რუკის მიხედვით, რომლითაც სეპარატისტები ოპერირებენ, ლამის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველო მათია (სტეფანწმინდისა და გუდაურის ჩათვლით), მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში, თუ კი საუბარი უშუალოდ წნელისსა და მის შემოგარენზე, ჩოღჩანას ტყეზეა, უნდა აღინიშნოს მანამდეც არა ერთხელ ნათქვამი: იქაურობა წიაღისეულითაა მდიდარი და მუდმივად წარმოადგენდა კრემლის კრიმინალთა ინტერესესს. გარდა ამისა, მათი ე. წ. ოპოზიცია, მუდმივად იმის კიჟინშია, რომ ცხინვალი ვერ იღებს სარგებელს ბაქო-სუფსის მილსადენის იმ მცირე მონაკვეთიდან, რომელიც, როგორც ითქვა, მათი კონტორილს ქვეშ მყოფი ტერიტორიის მახლობლადაა.
საინტერესოა, ვის კონტროლის ქვეშაა ახლა? რა ხდება ნავთობსადენის იმ მონაკვეთთან დაკავშირებით? რა ვითარებაა წიაღისეულის მიკვლეული საბადოების ირგვლივ?
რიგით მოქალაქეს, ისეთი როგორიც ვთქვათ მე ვარ, ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.
Kommentare