top of page

ცეცხლთაყვანისცემა

რა ვერსიამ აღარ გაიჟღერა.. შესაძლოა მე გამომრჩა, ან თვალყური ვერ მივადევნე, მაგრამ არსად მომისმენია ასეთი: გადადგებოდა, აბა რა იქნებოდა - ცეცხლია ჩამოსატანი. მაგას ხომ, ყველაზე მაგრად ჩამოაქვს.

ree

ამ პიროვნების ეს ბოლო როქი მართლაც საეჭვოდ კი გამოიყურება, მაგრამ იმდენად საჭირბოროტო არ გახლავთ, რომ დროის ახლა ხარჯვად ღირდეს - წავიდა და ეს, სულ ცოტა იმის ნიშანია, რომ სალომემ ათონელზე საპატრიარქოს ქორები არ დააბუდა.

ცხადია, ავიაციის და ავიაგადაზიდვების უსაფრთოების საკითხებში, არ ვარ კარგად გაცნობიერებული..

ნუ მგზავრის დონეზე, კი, ალბათ. მაგრამ არ მგონია, მთლად სულელურად ჟღერდეს ჩემი კითხვა, რომელიც, სხვათა შორის, მთელი ეს წლებია, რატომღაც არავინ დასვა: რა შემთხვევაშია დასაშვები აალებადი კი არა და.. აალებული ობიექტის თვითმფრინავის ბორტზე ატანა? გულწრფელად მაინტერესებს, ყოველგვარი „შეთქმულების“ გარეშე. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმის ცოდნა კი არა, განცდა მაინც თუ გაქვს, უნდა ხვდებოდე, რომ არც ერთ სუბიექტს არ მისცემენ უფლებას, რომ ცეცხლმოკიდებული ობიექტი აიტანოს ბორტზე. და აქ საუბარი ცეცხლის უსაფრთხო „შეფუთვაზე“ არ შეიძლება იყოს.

არა და მორჩა!


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page