top of page

ცხადი პაუზა

ეს ის დროა, როდესაც სიტყვები ყველას გვაქვს, თუმცა ზედმეტია. როდესაც ზედმეტია, მაგრამ ვამბობთ. როდესაც ვამბობთ და ვატყობთ, დავაკელით.

ree

ბუნებრივია, ეს კითხვა ნებისმიერი ჩვენგანის ფიქრებში ტრიალებს: რა არის მამულიშვილობა?

შორს ვარ აზრისგან, რომ ფორმულა მაქვს და ახლა შემოგთავაზებთ.

ცხადია, ამის გაგება ყველას ინდივიდუალური აქვს, მაგრამ აქაც არის რაღაც „ის“, რაზეც ყველა ვთანხმდებით - ხსნა განვითარებაშია.

ნიკოლოზ რურუას არა მხოლოდ წამდა ამის, არამედ მუხლჩაუხრელად, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრებით ამ ამოცანის სამსახურში იდგა.

ის იზრდებოდა და ყალიბდებოდა გარემოში, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება ჰქონოდა - ფართო თვალსაწიერი. და ნიკუშაც, ჩამოყალიბდა ადამიანად დიდი გეგმებით. და კიდევ, - ირგვლივ მდგარი „შემოქმედებითი ქაოსი“, სხვა შანსს არც ტოვებდა - მისი გეგმები უნდა ყოფილიყო მრავალფეროვანი, ნაცვლად ერთი სფერის ან დარგის ზომაში ჩატეულისა.

ყველა ჩვენი წარსულიდან მოვიდავრთ და ჩვენი გზა მომავლისკენაა. და აი, რურუა გახლდათ კაცი, რომელიც ჩვენს შორის უკვე აღარ არის, მაგრამ იქ, მომავალში, სადაც ჩვენ უკვე მის გარეშე მივდივართ, დაგვხდება იდეით, რომელიც ჰქონდა, პროექტით, რომელსაც სული ჩაუდგა, ან წამოწყებით, რომელსაც ხელი მოჰკიდა

მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენი ფიქრები მხოლოდ ამ ტრაგიკული ამბითაა აღსავსე, ყველამ, განურჩევლად იმისა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ მოქალაქის შეხედულებებთან, პაუზა უნდა აიღოს.

უნდა გამოაცხადოს!

ახლა კარგი მამულიშვილი უნდა მივაბაროთ მიწას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მისი პიროვნების შესაბამისი.

ვიყოთ მტკიცენი, თუმცა მდუმარენი.

ვიგლოვოთ მდაბლად.

ახლა სულის ცხონებისთვის ლოცვის დროა.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page