ცხიმში ტივტივი
- კოტე ნიშნიანიძე
- Mar 1, 2019
- 1 min read
დიდი ცვლილებების შესახებ, მსოფლიო რაგბიში საკმაო ხანია საუბრობენ. ამ კონტექსტში იხილებოდა ევროპის შესაძლო ჩემპიონატი, ექვსი ერის გაფართოვებისთვის ხელშეწყობა და ათასი რამ. ბოლოს კი, „რევოლუცია“ ერთი თვის წინ დაანონსდა - ცვლილებებმა, რომლიც ახლახანს შემოგვთავაზეს, რეალურად არაფერი შეცვალა და ამას ეროვნულ ორგანიზაციათა პროტესტიც, სამართლიანად მოჰყვა. არადა, თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო: პროექტით „მსოფლიო ლიგა“ უნდა შეიქმნას, სადაც 12 გუნდი იასპარეზებს ელიტაში, ხოლო კიდევ 12 გუნდი ქვედა საფეხურზე, თუმცა შანსი ექნებოდა აღზევბულიყო. შესაბამისად, უნდა გაფართოვებულიყო 4 ერი, რომელსაც იაპონია და ფიჯი უნდა დამატებოდა, ხოლო 6 ერში გასავარდნ-გადმოსასვლელი პლეი-ოფი უნდა დანერგილიყო, რაც საქართველოსთვის შანსი იქნებოდა.

მაგრამ შემოთავაზებული ფორმატი ყოვლად მიუღებელია, რადგან ისიც მხოლოდ მდიდარი ქვეყნების ფაქტორს ითვალისწინებს და არა რეალურ სარაგბო შესაძლებლობებს. ანუ საქართველოსთვის, ფიჯისთვის, სამოასთვის და ტონგასთვის ყოველივე უცვლელი დარჩა? ფორმატის პროექტი ამგვარია: 1. 12-გუნდიანმა ტურნირმა სტარტი 2020 წლიდან უნდა აიღოს; 2. იაპონია და აშშ დაემატებიან რაგბი ჩემპიონშიპს (4 ერს); 3. თითოეული მონაწილე გუნდი 10-14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში; 4. 6 ერი უცვლელი დარჩება
და აქ არ აქვს მნიშვნელობა, რომ, ვთქვათ, იგივე აშშ ან იტალია, რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება, ხოლო ფიჯი, მათაც უსწრებს და იაპონიასაც. ამ გეგმებს წინ უნდა აღვუდგეთ.
Comentários