წნელისის წკეპლები
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 30, 2019
- 2 min read
სულ ახლახანს, „ფრენდმა“ ივარაუდა, მგონი ეს ყოველივე სპექტაკლია და გახარიასთვის იმიჯის ასაწევად ხდებაო. ცხადია, გახარიას იმიჯს ეს კი არა, აწი ლაშა ტალახაძეც ვერ აწევს. თუმცა, როდესაც ავანტიურისტების, შარლატანებისა და ვიგინდარების დიდ „დუმანზე“ ვსაუბრობთ, მოდით აქვე ვაღიაროთ, რომ ამგვარი შესაძლებლობა არსებობს. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს პოლიციის ქმედება იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც სახელმწიფო გამოწვევების ადექვატურად მოქმედებდა და ეს კარგია.
აბსოლუტურად გამართული იყო ულტიმატუმის შემდგომი ქმედებაც - არც ერთი ნაბიჯი უკან. თუმცა, რუსულ და ვითომ ოსურ, რუსულენოვან მედიაში წამოთენებიდანვე დაწვრილებით ჰყვებიან, როგორ კენჭებად დავშალეთ საგუშაგო და სულ „ვედროებით“ გავიტანეთ ნანგრევები.
ლამის თავადვე აღვმართეთ იქ მაგათი ჭრელა ალამი იმ თავისი კატიანი „ღერბით“.. მაგრამ ეს იყო დილით, ხოლო ახლა, თუ კი გავრცელებულ ცნობას დავეყრდნობით, ოსებს, მას მერე, რაც ულტიმატუმაა შედეგი არ გამოიღო და ქართულ დანაყოფს ყურიც არ შეუბერტყავს, შეხვედრა მოუთხოვიათ. ეს ფოტო და ტექსტი, სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავა დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა
მანამდე, სეპარატისტების ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა , სადაც ცალსახაადა აღნიშნული:
ჩვენი საზღვრები საიმედოდაა დაცული რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული შეთანხმებებით, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია აღქმული იქნება აგრესიად აქ მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ
სხვაც ბევრია საგულისხმო, თავადაც ნახავთ, მაგრამ ეს კონკრეტული ნაწყვეტი იმიტომ გამოვყავი, რომ აქ, სეპარატისტები, რომელთაც ჯიუტად მხარედ ვიხსენიებთ, ცალსახად და მკაფიოდ აფიქსირებენ, სინამდვილეში ვინაა მხარე. ქაცარავას ცნობაც ადასტურებს, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და განცხადების ეს ნაწილი, რუსეთისადმი მინიშნებად, ერთგვარად ნამუსზე შეგდებადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ამდენად, თარგი, რომელშიც სეპარატისტებმა მშვიდობა და დიალოგი „მაინც“ პრიორიტეტულად უნდა გამოაცხადონ და ამ მაღალი იდეალების მხარეზე საკუთარი ფიტულის დადგმით, გული მოიფხანონ, ჯერ დადასტურებულ ამბად ვერ ჩაითვლება.
მით უმეტეს, რომ ახლახანს ე. წ. პარლამენტის განცხადებაც გავრცელდა, რომელსაც, ეს „ხალხის რჩეულები“ ასე ასრულებენ:
პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი.“
უნდა აღინიშნოს: ჩვენ ახლა სრულად ვაკონტროლებთ სიმაღლეს, რომლის სიახლოვესაც ლამის დაცარიელებული სოფელია - სახლები მოსახლეობის გარეშე. ეს გუშინ, რომელიღაც სტატიაში ამოვიკითხე და თუ კი მართლაც ასეა, გადმოდის, რომ ამ აქტით, საქართველომ მხოლოდ „ძალოვანი“ ამოცანა შეასრულა, ხოლო მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის გადაგმულ ნაბიჯად, ეს არ ჩანს (ნუ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მუდმივი და ინტენსიური პარტულირების გააქტიურების შესაძლებლობას, რომელიც ამ ახალმა საგუშაგომ მოგვცა, რაც თავისმხრივ, არაა პატარა საქმე).
მაგრამ, ლოგიკურია ვიკითხოთ: მერე?
თუ დავით ზალკალიანის მიერ ახალხანს გავრცელებულ განცხადებას სახელწმღვანელოდ ავიღებთ, „ჩენი ამოცანაა „განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ“, რაც, არაა იოლი და თან იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება სხვა წყაროებიდან მოსახლეობის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ცნობებსითვის პასუხის გაცემის რეჟიმშია, ნაცვლად იმისა, რომ თავად ახდენდენს მოსახლეობის ინფორმირებას.
Comments