ხელმოწერილია!
- კოტე ნიშნიანიძე
- Jan 5, 2019
- 1 min read
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა, ყველა ფორმალური პროცედურა გაიარა - დღეს სტამბულში (კონსტანტინეპოლი) ხელმოწერილი ტომოსი პრეზიდენტ პოროშენკოს საზეიმოდ გადაეცა.
შესაძლოა, აქ რაიმე, ჩემთვის უცნობი, პროცედურული დეტალია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ეკლესიის (კონსტიტუციურად) ავტოკეფალიის დამადასტურებელ დოკუმენტი, ამ სახელწმიფოს მეთაურს გადაეცა - პოროშენკოს, როგორც ერთგვარ სიმბოლოს იმასთან ბრძოლისა, რისგან დახსნასაც ახლა ზეიმობენ.
რა გასაოცარია და, რუსები ლამის შარვლიდან ამოხტნენ. თემას, ძირითადად, შავ-თეთრი ფოტოებით ავრცელებენ. მკვეთრად პროპუტინური მედია არც უდიერ ინტონაციებს ერიდება (კონსტანტინეპოლის პატრიარქს, იხსენიებენ, როგორც „სტამბულის პატრიარქი“) და ზოგი, უკვე ადამიანურ მსხვეპლზე ალაპარაკდა. აი, რას წერს ერთ-ერთი მათგანი:
„პრეზიდენტმა პოროშენკომ სტამბულის პატრიარქისგან(!) ტომოსი მიიღო - საეკლესიო თვითმმართველობის დოკუმენტი. კიევის ხელისუფლებას, სულ ცოტა, ერთი კანონიკური, სტურუქტურულად დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიიის აღიარება. ახლა, გარდაუვლად დაიწყება ქონების გადანაწილების ახალი ტალღა და, სავარაუდოდ, ადამიანური მსხვერპლიც იქნება, რაც მთლიანად იმათ სინდისზე იქნება, ვინც ამ ტომოსისთვის იბრძოდა.“
გაიგე შენა?
Comments