top of page

ხომ ხედავ?.. უკვე სამჯერ არ დაგიჭირე (+video)

პრემიერ მეის ინიცირებული გეგმა, ბრიტანეთის პარლამენტში უკვე მესამედ ჩავარდა - წინააღმდეგი 58 დეპუტატმა მისცა ხმა.



მეი იმედოვნებს, რომ შემდეგ კვირაში, როდესაც ამავე მიზნით პარლამენტში დაბრუნდება, შედეგი იქნება სხვა, თუმცა მისი ოპტიმიზმისთვის, არც ისე ბევრი საფუძველი იკვეთება. და, შესაძლაოა, აქ ვერაფერი შეცვალოს ტერეზას დათქმამ, რომ იგი პოსტს დატოვებს. თუმცა, ეგებ მოვლენები კარდინალურად განსხავევბული გზით წარიმართონ და ამის საფუძველს, პრემიერმინისტრის განცხადება იძლევა:

ვშიშობ, რომ ამ საქმეში, პროცესი უკვე უკიდურესობამდე მივიდა

განაცხადა მან და მრავალთა მხრიდან, ეს იქნა აღქმული იქნა მუქარად, რომ მეი მზადაა მოიაროს მთელი ბრიტანეთი და საბოლოოდ, ახალ საყოველთაო არჩევნებამდეც მივიდეს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებით, ეს ყველაფერი 22 მაისამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, ამჟამინდელი განლაგებით, ეს ფრიად სათუოა. კენჭისყრის შემდეგ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ brexit-მა დაკარგა ყოველგვარი უფლება, აწარმოოს რაიმე მოლაპარაკებები


 
 
 

تعليقات


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page