top of page

ჰანს კრისტიან მაროშკინა

მიხეილ ცაგარელსა და ქალბატონ კაკულიას არც ისე კარგი დღე გაუთენდათ - თუ კი მანამდე არა ერთი და, მათ შორის, ქალბატონი მაროშკინა ცდილობდა მათ „ბაზარზე“ შეღწევას, ახლა უკვე გენერალური შეტევის მომსწრენი ვართ. ჩხიბვა, მკითხაობა, მუცლითმეზღაპრეობა - ამ „საქონელს“ გასავალი ყოველთვის ჰქონდა და, რაც უნდა უნუგეშოდ გეჩვენოთ ვითარება, აღიარება ვეღარაფერს დააშავებს - ის მოთხოვნადია ჩვენს დროშიც.

როგორ გგონიათ, მიუხედავად თავისი ძალიან დიდი სანაცნობო წრისა, სამეგობროსი და სხვა სახის კავშირებისა, აქვს თუ არა ქალბატონ მოროშკინას ის წვდომა, რომ განაცხადოს ის, რაც გუშინწინ თქვა? კერძოდ, მან ბრძანა:

ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ ავიცილეთ ძალიან სერიოზული არეულობა. დაგეგმილი იყო ვაშაძის მკვლელობა და გუშინ, ჩვენ კადრებშიც კარგად ვნახეთ, რომ მას საკმაოდ სქელი ჯავშანჟილეტი აცვია და ძალიან შეშინებულია. ზოგადად,ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ “შენ ხარ სამიზნე”, ძალიან რთულია ამის გადატანა, თუ ის არ არისპროფესიონალი სამხედრო… ცხადია, მკვლელობის დამკვეთი იყო სააკაშვილი, რადგან ამას მოჰყვებოდა არეულობა, რასაც ძალიან კარგად შეუწყობდნენ ხელს ზუსტად ის უკრაინელი ბოეივიკები, რომლებიც ჩამოსული იყვნენ და დააკავეს…

ის, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, სარგებლობს უფლებით, არ გაამხილოს წყარო (დუმილის ამგვარად „შეფუთვა“ არ გაჭირდება), მაგრამ მოდი და იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით, ჰგავს მოროშკინა იმას, ვისაც ამგვარი ინფორმაცია შეიძლება ჩაუვარდეს? ცხადია, არა. ის, ამნაირად უკვე არ ჩანს ყველაზე უბირისა და ბოგანოს თვალშიც კი. მაგრამ ასეა თუ ისე, ლალი მოროშკინა ძალიან სერიოზულ ბრალდებას აყენებს და აქ, მისი „ცხადია“ და პიროვნებები, რომლებიც დაიმოწმა (აქ) სუსტი არგუმენტის კატოგორიაშიც კი ვერ გადის. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მან რაიმე ისეთი წარმოადგინოს, რაც მის ამ ზღაპარს, თუნდაც ვერსიად აქცევს. და აი, ასეთ პირობებში, „ამბავში“ დაკავებული უკრაინელების „ჩაკერებას“, რბილ ვარიანტში, დეზინფორმაცია ჰქვია. ის კი, მიზნის გარეშე არასოდეს ვრცელდება. და არაა აუცილებელი აქ მაინც და მაინც ხელისუფლების მზაკვრულ გეგმაზე ვისაუბროთ. შესაძლოა, საქმე სულაც გვაქს მოროშკინას მცდელობასთან ითამაშო სახელისუფლებო თამაშის ენთუზიასტი, რადგან ეგებ და დამთავრდეს ეს „შავი პალასა“ და ეს ამდენი ხანი ჩრდილში ყოფნაც, მისთვის გაუსაძლისია..და რა დროს საქართველოა, არაა?


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page