top of page

„ჰესებს მომავალი არ აქვს“

ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერთა საკმაოდ მოზრდილმა და ავტორიტეტულმა ჯგუფმა, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტისა და სამეცნიერი აკადემიის პროფესურით გახლდათ დაკომპლექტებული, ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობის შემდეგ, დაასკვნა, რომ დედამიწაზე ესოდენ მოხშირებული ეკოკატასტროფების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია არა ზოგადად ადამიანთა ნამოქმედარით, არამედ კონკრეტულად გიგანტური ჰესების ზემოქმედებით.

ree

BBC-ის ცნობით (აქ), თავად ამერიკაში ყოველწლიურად ათობით ჰესს შლიან. ჰესების ბუმი 60-იან წლებზე მოდის და დღეს განახლებადი ენერგიის 71% სწორედ პლანეტის წყლის რესურსებიდან მიიღება, მაგრამ ზემოაღნიშნული პროცესის გამო, ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია, იმავე ამერიკის ელექტროენერგიის საერთო ჯამური მაჩვენებლის მხოლოდ 6%-ს შეადგენს. ტენდენცია ამგვარია - განვითარებულ ქვეყნებში ახალი ჰესების მშენებლობათა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დემონტირებულისას. მაგრამ პრობლემა არა თუ ღიად რჩება, არამედ მწვავდება კიდეც, ვინაიდან აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში, სრულად არ ესმით ის ზემოქმედება, რომელსაც ეს გიგანტური ნაგებობები ჰქმნიან - მარტო აფრიკის კონტინენტზე, ათასობით ჰესის მშენებლობა იგეგმება. BBC-სთან საუბარში, სამეცნიერი კვლევითი პორექტის ხელმძღვანელი ემილიო მორანი აცხადებს:

„პროექტის მესვეურები, როგორც წესი, ვარდისფერ სურათს ხატავენ და მხოლოდ სარგებელზე საუბრობენ. ბენეფიტებზე, რომლებიც ხშირად არც სრულდება. მშენებლობის საზღაურს კი არც ახსენებენ, რადგან საზოგადოება მას უფრო მოგვიანებით გრძნობს.“

მას მაგალითად ბრაზილიაში, მდინარე მადეირაზე აგებული ორი კაშხალი მოჰყავს. რომელთა აგება და გაშვება ხუთიწლისინანდელი ამბავია, თუმცა კლიმატის ცვლილები იმდენად საგრძნობი აღმოჩნდა, რომ პროექტით ჩაფიქრებულ მაჩვენებელზე დაბალი რაოდენობის ენერგიის გამომუშავება იგეგმება. თვალსაჩინოა მდინარე კონგოზე არსებული და მშენებარე ჰესებიც. სახელდობრ პროექტი „გრად ინგა“, რომელსაც ლამის კონტინენტის მესამედი უნდა უზრუნველეყო, თუმცა რეალურად, მის მიერ გამომუშავებული ენერგია საწარმოო სექტორში მიდის და მოსახლეობა, კვალ ენერგიის გარეშეა. კოლოსალურია ადგილობრივ ეკოსისტემაზე ზემოქმედების დონეც. ეკვლევა იმაზეც მიუთითებს, რომ დიდი კაშხლები მოსპობს მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობას და მეთევზეობასაც. მაგალითდ, მეკონგის მდინარის გასწვრივ 60 მილიონი მოსახლე დაკარგავს შემოსავლის წყაროს, რაც, მთლიანობაში, ორ მილიარდამდე ზარალს ნიშნავს. „დიდ ჰესებს მომავალი არ აქვთ, ეს არის ჩვენი ცალსახა დასკვნა“, - ამბობს პროფესორი მორანი.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page