top of page

ჰიმნი უკვე ისმის!

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იტალიაში ერთგვარი პანიკაა - დღეს ყველა იმ ათასობით გულშემატკივარზე საუბრობს, ვინც საქართველოს დედაქალაქის ცენტრში იკრიბება, რათა ჰიმნი შეასრულოს. ინიციატივა, რომელიც სოციალურ ქსელში იშვა და შემდგომ მუნიციპალიტეტისა და რაგბის კავშირის მხარდაჭერაც მიიღო, დამოკიდებულებებს მკვეთრად ცვლის.

უკვე ყველამ იცის, რომ ფლორენიული სტადიონის უზარმაზარი ეკრანი, თბილისიდან პირდაპირ სიგნალს მიიღებს. ძალა ერთობაშია“ - გაიხსენეს ქართული სახელმწიფოს ეს დევიზიც და საერთოდ, საკმარისია ევროპულ და, განსაკუთრებით, იტალიურ სპორტულ მედიას გადახედოთ, რომ მიხვდებით - ჰიმნი უკვე ისმის და მშვიდად, თავს არავინ გრძნობს. ან, რა სიმშვიდის საფუძველი მათ აქვთ როო? დააკვირდით, ბოლო 10 მატჩიდან, იტალიამ 9 წააგო. 2000 წლიდან, „ექვსი ერის“ ტურნირზე 80-ჯერ დამარცხდა და მხოლოდ 14 გამარჯვების მოპოვება შეძლო. იტალიის ამ ტურნირში ყოფნა-არყოფნის საკითხი უშუალოდ ხვალნდელ მატჩზე არ წყდება, მაგრამ საკითხად, უკვე ატუზულია სადღაც ძელებშუა - სორედ იტალიის ჩათვლის მოედანზე. 14 მოგება და 80 მარცხი! - კომერციული ტურნირის მესვეურებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ ნუგეშად, რომ ტრანსლაციები მაინც ეყიდებათ, თორემ სადაც იტალია თამაშობს, იქ სანახაობრივ რაგბს ნაკლებად ელიან და, შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია სულაც არაა უპრობლემო. სხვათა შორის, დღეს გავრცელებული ცნობით „ფრანკიზე“ 20.000 ბილეთი უკვე გაყიდულია. და კიდევ - აკრედიტაცია გაიარა 2000-ზე მეტმა ჟურნალისტმა. არაფერზე მიანიშნებს? სპორტულ პროგნოზებში არასოდეს ვვარგოდი და მით უმეტეს იქ, სადაც საქართველო თამაშობს - ზელანდიასთანაც მჯეროდა სასწაულის. მაგრამ ამ შემთხვევაში გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს საფუძვლიანი პანიკა, ის განწყობები, რომელიც მედიასა თუ გულშემატკივრებში დასადგურებულა - ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ გამარჯვება შესაძლებელია. თანაც, თუ კი ჩვენ არა ერთი ტრამვირებული გვყავს, არც ეგენი გახლავან დალხენილნი - წამყვანთაგან 3-4 მოთამაშეს დაიკლებენ. მარცხი ან რთული გამარჯვება იტალიური რაგბის დასასრული არ იქნება, ცხადია, მაგრამ ქართული რაგბი კი ნამდვილად გადაშლის ახალ ფურცელს.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page