ჰოჯესის სამი პუნქტი
- კოტე ნიშნიანიძე
- Feb 12, 2019
- 3 min read
Updated: Mar 20, 2019
ბენ ჰოჯესი სამვარსკვლავიანი გენერალია დ ეს არაა რიგითი ამბავი, მაგრამ ამასთან ერთად, ის შტატების შეიარაღებულ ძალებს, ევროპაში სარდლობდა და ეს, უკვე ძალიან მაღალი ეშელონია.

მართალია ის ახლა გადამდგარია, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ გადამდგარი გენერალი არ არსებობს -კაცმა თუ ამ წოდებამდე მიაღწია, ის მუდამ გენერლად რჩება - მით უფრო ამერიკის შეერთებულ შტატებში.. და განსაკუთრებით იმ ეშელონში, რომელეც ზემოთ მოგახსენეთ. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და არა მხოლოდ შტატების ევროპულ სარდლობასთან ურთიერთობებიდან - ის საქართველოს მხარდმჭერი განცხადებებითაცაა ცნობილი - ჩვენშიც და ხვაგანაც. მისი ბოლო ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმას“ მისცა, ერთგვარი მალამო იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან NATO-ს ისტორიის ის პრეცედენტი გაიხსენა, რომლის თანახმადაც, ნახევრად ოკუპირებული გერმანია გააწევრიანეს. ის პოპულარულია იმის გამოც, რომ მას კარგად ესმის კავკასიისა და შავი ზღვის პოტეციალი და გაცნობიერებული აქვს ის, რასაც რეგიონში საქართველო წარმოადგენდა და შეიძლება წარმოადგენდეს. და უმნიშვნელოვანესი: მას ეს გაცნობიერებული აქვს რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების იმ ცვლილებათა ფონზე, რომლის მომსწრენიც ვართ..
და, როდესაც შტატებს, პრინციპში, რეგიონში ერთადერთი „ძმადნაფიცი“ ჰყავს - საქართველო. თურქეთთან დაკავშირებით, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი გარკვეულია ჯერ კიდევ იმ წამიდან, რაც ერდოღანმა, ცნობილი და არშემდგარი გადატრიალების ორგანიზატორთა მფრველობაში, შტატები დაადანაშაულა.
საავიაციო რგოლის ვაზიანთან განთავსება, უმალ დაუკავშირდა თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკული ბაზის შესაძლო დახურვას და ეს იყო „პანაშვიდი“. ხოლო შტატების პრინციპული უარი, მიეყიდა შეირაღება ნატოელი მოკავშირისთვის იმის გამო, რომ ის შეირაღებას რუსეთისგან ყიდულობს, გახლდათ ბოლო ლურსმანი ამ მოკავშირეობის მეტაფორულ კუბოში.
იქვე ქურთული საკითხი, რომელიც ცერბერივით წასდგომია ამერიკულ-თურქულ სიამტკბილობას. თუმცა, ცხადია წინააღმეგობანი დაძლევადია, თუ კი ამის სურვილი არსებობს და ეგებ, ვაშინგტონსაც და ანკარასაც კვლავ დაუთბეთ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია - ამერიკა ძალიან დიდი ხანი, თმენითა და რუდუნებით იმზადებდა ალტერნატივას. ახლა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მომენტია და სამი „პარაგრაფი“, რომელიც ჰოჯესმა ზემოხსენებულ ინტერვიუში ჩამოაყალიბა, ამაზე მიუთითებს. ჰოჯესის სამი პუნქტი:
პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს... საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს.
მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არის ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს.
მესამე საკითხი კი, საქართველოს მეტი ჩართულობაა. მე მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ ვიცი როდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ამის მტკიცედ მჯერა. სანამ ეს დღე დადგება, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები. ამერიკა საქართველოსთან რაღაცა სახის ერთობლივ აეროდრომს გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება. ამ სამ საკითხს პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსზეც
ფიქრობ, ყველაფერი მკაფიოა. ასევე, ცხადია ისიც, რომ ერთი რუსი ოლიგარქის, ან წარმატებული ქართველი ბიზნესმენის როლი, ამ მასშტაბის პარტიაში, პაიკობაა, რომელიც, ალბათ, გაიწირება, თუმცა, თუ კი ასე არ მოხდა, შესაძლოა პაიკი ძლევამოსილი ფიგურა გახდეს.
コメント